სასწრაფო დახმარების მანქანა ბათუმში

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

113
(განახლებულია 19:56 20.03.2020)
20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. დღეს, დილით ინფიცირებულთა რაოდენობას სამი ადამიანი შეემატა, ხოლო ეს დღეს მეოთხე შემთხვევაა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებული საქართველოში ორი დღის წინ შემოვიდა. მას ოდნავ მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც კარანტინში გადაიყვანეს. დღეს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

113
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)