ია ფარულავა იმ ცნობილი ბიზნესმენის ვინაობას ამხელს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა

38577
(განახლებულია 15:53 20.03.2020)
ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადად ესაუბრა ბიზნესმენს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული და კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიზმესმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბენო ქაშაკაშვილია. მსახიობის თქმით, ბიზნესმენმა ვინაობის გამხელა თავად ისურვა. მისი თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად მოათავსეს, ის მანამდე მეუღლესთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევაა, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინში იმყოფება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

38577
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1496)