განათლების სამინისტრო ტელესკოლის პროექტზე მუშაობს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სფეროს ექსპერტები გეგმავენ სკოლებს დახმარება გაუწიონ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვასა და ამ პროცესში საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვაში.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების ალტერნატიული გზების შემუშავებას შეუდგა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დეზინფექცია - Sputnik საქართველო
არდადეგები გაგრძელდება? – საქართველოს ჯანდაცვა სასწავლო პროცესის გადადებას არ გამორიცხავს

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე შეწყვეტილია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო დაწესებულებები ნელ-ნელა დისტანციურ, ონლაინ–სწავლებაზე გადადიან.

ამ თვალსაზრისით განათლების სფეროს ექსპერტები გეგმავენ სკოლებს დახმარება გაუწიონ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვასა და ამ პროცესში საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პირველ ეტაპზე საჯარო სკოლებს გაეგზავნებათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეოსა და ტექსტური სახით. 

თბილისის ქუჩები დღეს - Sputnik საქართველო
განათლება პანდემიის დროს: საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს

შემდეგ საჯარო სკოლებმა, რომლებიც პრაქტიკაში დისტანციური სწავლების შემოღების სურვილს და მზადყოფნას გამოთქვამენ, უნდა დაიხმარონ ის თანამშრომლები ან მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას.

პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანების კონტაქტები, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი ტექნიკური დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი რაღაც მიზეზით ვერ შეძლებენ დახმარებას, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები, რომლებიც პროგრამა TEAMS-ის დახმარებით უპასუხებენ ყველა კითხვას და Microsoft office 365-ის პროდუქციის გამოყენების შესახებ კონსულტაციებს გასცემენ.

მოსალოდნელია, რომ მოხალისეები TEAMS-ში თავად შექმნიან ვირტუალურ სივრცეს, რომლის დახმარებითაც გაიმართება კონსულტაციები.

ამ ეტაპზე 600 ათასზე მეტმა მოსწავლემ და დაახლოებით 55 ათასმა პედაგოგმა უკვე გაააქტიურა ონლაინ–სწავლების პროგრამებში სპეციალური პროფილები. განათლების სამინისტროს დახმარებით ისინი შეძლებენ სრულფასოვნად ისარგებლონ შეთავაზებული ინტერნეტ–ინსტრუმენტებით.

ყველა ახალი ამბავი
0