საპატრიარქო: ზიარების წესთან  დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ეკლესიამ დასაშვებად მიიჩნია, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

 

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელელ განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო მრევლს რჩევებით მიმართავს: ხშირად გამოიყენეთ ნაკურთხი წყალი, ილოცეთ

საპატრიარქო საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას.

 საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს, 12:00 საათზე  გაიმართება. როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა, საპატრიარქოში დაგეგმილი წმინდა სინოდის სხდომის განხილვის მთავარი თემა სწორედ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემის დაძლევაში ეკლესიის როლი იქნება.

მანამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ეკლესიამ დასაშვებად მიიჩნია, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

საქართველოს ეკლესია მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.

გარდა ამისა, საპატრიარქო სასულიერო პირებს სთხოვს, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც ავადმყოფებს უვლის.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0