თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში 28 პირი გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERთვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევს პოლიცია აკავებს
თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევს პოლიცია აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 127 ადამიანია გადაყვანილი

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები ერთობლივი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომელსაც უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახორციელებს.

პოლიცია თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევებს აკავებს - Sputnik საქართველო
თბილისი–ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ევროპიდან დაბრუნებული კაცი გაიქცა

ყველა მოქალაქე, რომელმაც იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩიქოვანი: მიღებულია გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები>>

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, კარანტინში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0