სამედიცინო პირბადეები საქართველოში დეფიციტური აღარ იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი პირბადით
ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აჭარა ტექსტილის“ დამზადებული ნიღბების პირველი პარტია ხვალიდან გაიყიდება, ამ კომპანიის კვალდაკვალ ანალოგიურ პროდუქციას სხვა სამკერვალოებიც გამოუშვებენ

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოში 19 მარტიდან სამედიცინო ნიღბების წარმოება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სასულიერო პირების პროცესიამ დედაქალაქის ბევრ ქუჩაზე ჩაიარა - Sputnik საქართველო
ნაკურთხი წყალი კორონავირუსის წინააღმდეგ: თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს – ფოტო

საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას >>

კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქართველოში მომენტალურად გაიყიდა სამედიცინო პირბადეები. ამ ერთჯერადი ნიღბების შოვნა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ზოგან არის შემორჩენილი მრავალჯერადი ნიღბები (უძლებს შვიდჯერ გარეცხვას), თუმცა ერთი ასეთი ნიღაბი რვა ლარი ღირს.

 „ხვალიდან უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, არის „აჭარა ტექსტილი“. პირადად ვესტუმრები ხვალ ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია  ჩემი თვალით ვნახო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შემოწმება საზღვარზე - Sputnik საქართველო
ევროკავშირი უცხოელებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს

მისი თქმით, პროგრამაში ათამდე სამკერვალო ჩაერთო, მათ შორის, რამდენიმე კომპანია, რომლებსაც საჭირო მასალა შემოაქვთ.

 „ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ყველაზე მეტი შეხება აქვთ სხვებთან, მაღალი რისკის კატეგორიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, საუბარია მრავალჯერადი ნიღბების წარმოებაზე, რომლებსაც მოხმარების ინსტრუქცია მოჰყვება. ის შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

ნიღბების ნაწილს ზოგიერთი კომპანია უსასყიდლოდ შეკერავს. თურნავამ მადლობა გადაუხადა მათ გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

18 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსის უკვე 38 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში იმყოფება 1 344 ადამიანი. სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 216 პაციენტი. ერთი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 18 მარტიდან ორი კვირით ჩაიკეტა საზღვარი უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

ქვეყანაში დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

გარდა ამისა, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ქვეყნის მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, კაზინოებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეაჩერონ მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0