მძღოლი საჭესთან

COVID-19 საქართველოში: მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით შეწყდება

26
(განახლებულია 19:54 18.03.2020)
იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას დროებით წყვეტს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 20 მარტიდან საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

„მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216.

კორონავირუსის გამო ქვეყანა ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავიდა.

26
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (664)