ეგვიპტიდან ქართველ სტუდენტებს სამშობლოში ჩამოიყვანენ

© Sputnik / STRINGERტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები აქტიურად მუშაობენ და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულეებს მაქსიმალურ დახმარებას უწევენ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ექვსი ქართველი სტუდენტი, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეგვიპტიდან საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლეს, სამშობლოში დაბრუნდებიან, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ჟენევა - Sputnik საქართველო
კორონავირუსს თავისი კორექტივები შეაქვს: ჟენევის მოლაპარაკებები გადაიდო

სტუდენტებმა დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მიმართეს. პროცესში აქტიურაად ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლებაც.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში, ისევე, როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24-საათიანი „ცხელი ხაზი“. მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის საქართველომ, ავიამიმოსვლა ბევრი მიმართულებით გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს დროულად სამშობლოში გამომგზავრება, საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მოქალაქეების დაბრუნებას ჩარტერული რეისებით უზრუნველყოფს. საგარეო უწყება მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანის საკითხზე, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.

საგარეო უწყება საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე და სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად აქვეყნებს იმ ავიარეისების ჩამონათვალს, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება. ასე რომ, სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სრული ინფორმაცია მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0