საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაინიშნა

© photo: Sputnikსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქოში დაგეგმილი წმინდა სინოდის სხდომის განხილვის მთავარი თემა ახალ კორონავირუსთან იქნება დაკავშირებული.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქოში 20 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

ღვთისმსახურება სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
სამღვდელოება კორონავირუსის წინააღმდეგ: სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ

როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა, საპატრიარქოში დაგეგმილი წმინდა სინოდის სხდომის განხილვის მთავარი თემა კორონავირუსთან იქნება დაკავშირებული.

მისი განმარტებით, წელს ეს იქნება სინოდის პირველი სხდომა, სადაც განხილვის მთავარი საგანი სწორედ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემის დაძლევაში ეკლესიის როლი იქნება.

ჩვეულებრივ, წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.

ეკლესია კორონავირუსის წინააღმდეგ: მღვდლებმა თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს>>

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0