ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი პირი გადაიყვანეს

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი პირია მოთავსებული, იუწყება "აჭარის ტელევიზია"

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საკარანტინო სივრციდან საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს და მათ სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. ორივე მოქალაქეს ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები უტარდება, მათი ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

„ორი ახალი შემთხვევა გვაქვს, რომლებიც, სავარაუდოდ, კორონავირუსის შემთხვევებია. მათ ანალიზები ავუღეთ და ველოდებით პასუხებს 4 საათის შემდეგ. ახალგაზრდებს აქვთ მსუბუქი სიმპტომები, ისინი კარანტინიდან გადმოიყვანეს და იყვნენ იზოლირებულები. აღენიშნებათ ყელის ტკივილი, ტემპერატურა და წამოხველება“, – განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა დავით მურვანიძემ. 

რაც შეეხება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ერთ პირს, რომელსაც კორონავირუსი 15 მარტს დაუდასტურდა, ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმში საკარანტინო სივრცეში 300-ზე მეტი პირი იმყოფება, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში რჩება.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1261 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0