ორსულობა კორონავირუსის პირობებში – თბილისში სპეციალურ განყოფილებას ამზადებენ

© Pixabay / StockSnapორსული
ორსული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორსულებისთვის, თუ მათი კორონავირუსით დაინფიცირება მოხდება, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში სპეციალური განყოფილება იხსნება.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე მზადდება სამეანო განყოფილება, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, ორსულებს მოემსახურება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს ორსულებისთვის, ისინი იგივეა, რაც დანარჩენების შემთხვევაში – სოციალური დისტანცირება, კონტაქტების მაქსიმალური აცილება თავიდან, ჰიგიენა და ა.შ.

ორსული - Sputnik საქართველო
პლაცენტა ვირუსისგან იცავს – ექიმი ორსულებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პანიკას

„რაც შეეხება ორსულებს, აქ შეიძლება დადგეს საჭიროება, რომ ორსული, რომელიც, თეორიულად, დაინფიცირდება კორონავირუსით და დადგება მისთვის სამედიცინო დახმარების საჭიროება, ან ეს შეიძლება მოხდეს მშობიარობის პროცესში, ამისთვის მობილიზებულია სამეანო განყოფილება საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, მზადდება უკვე. დაცლილია სხვა დანარჩენი მომხმარებლებისგან და იქნება მზად იმისთვის, რომ თუ ასეთი საჭიროება დადგა, ორსულს დახმარებას აღმოვუჩენთ იმ კონკრეტულ საავადმყოფოში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მან აღნიშნა, რომ ორსულები, ისევე, როგორც ასაკოვანი ადამიანები, რისკის ჯგუფში შედიან, რადგან ორსულობისას მათი ორგანიზმი სუსტდება.

გახარია: ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად>>

„კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა ყველა ასაკში შესაძლებელია. ის, რომ ხანდაზმულებში კორონავირუსი უფრო შეიძლება რთულად მიმდინარეობდეს, ეს უკავშირდება იმ თანმხლებ დაავადებებს, რაც ხშირია ხანდაზმულ ასაკში. ამდენად, აქაც, ორსულობა უბრალოდ ასუსტებს ორგანიზმს, ისედაც დიდი დატვირთვაა ორგანიზმზე და ასეთ სიტუაციაში საყურადღებოა პაციენტების და, საერთოდ, ადამიანების ეს ჯგუფები“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 64 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0