ირაკლი მაქაცარია

ირაკლი მაქაცარია ბახმაროში თოვლს კოვზით მიირთმევს და სახის მიმიკებს სასაცილოდ ცვლის -ვიდეო

245
(განახლებულია 15:03 15.03.2020)
„პრაიმშოუს“ გადაღებაზე გამგზავრებული ტელეწამყვანი სასაცილო ვიდეოს აქვეყნებს. ირაკლი მაქაცარია ყინულოვან თოვლს ბახმაროში მიირთმევს და სახის მიმიკებს ვერ ასწორებს. თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ტელესახემ ნიძლავი ნოესთან წააგო...

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელის მომხმარებლებს სასაცილო ვიდეოს უზიარებს. Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე ნოეს ვიდეოს 29 ათასამდე მახვა დაუგროვდა. ბახმაროში მაქაცარიამ თოვლის ჭამა კოვზით გადაწყვიტა. მის გვერდით მჯდომი ანრი ჯოხაძე და სალომე ღვინიაშვილი სიცილს ვერ იკავებენ, რადგან ირაკლი სახეს ვერ ასწრორებს. ყინულიანი თოვლისგან ტელეწამყვანს პირის ღრუ გაეყინა.

View this post on Instagram

#badguy #snow #bonappetit #primeshow

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

34 წლის ირაკლი მაქაცარია ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი თბილისში, კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მარკეტინგის სპეციალობით მიიღო. მიღებული ცოდნა მაქაცარიამ წარმატებით გამოიყენა სხვადასხვა სფეროში: სამშენებლო და საბანკო ბიზნესში (Bank of Georgia), სარეკლამო და მოდის ინდუსტრიაში.

2013 წელს მან დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, ეს კომპანია პირველი იყო, რომელმაც ბოლივუდთან თანამშრომლობა დაიწყო. უკრაინასთან მაქაცარიას, მრავალ მეგობართან და კინოინდუსტრიაში საქმიან ურთიერთობებთან ერთად, რომანტიკულ შოუ Холостяк 6-ში მონაწილეობაც აკავშირებს. გარდა ამისა, ბიზნესმენს 2017 წელს ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გამოცდილება აქვს, რომელშიც ფინალამდე მიაღწია.

245
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1490)