მადონა კოიძე

მადონა კოიძე:  შეუფუთავი პურის გაყიდვა უნდა აიკრძალოს

79
(განახლებულია 11:44 15.03.2020)
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარემ განმარტა თუ რატომ არის აუცილებელი პურის შეფუთული სახით რეალიზაცია.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. პურის შეფუთვის გარეშე გასაღება კორონავირუსის  გავრცელების რისკებს ზრდის, მიაჩნია საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძეს.

„პროდუქტები, რომელთა გარეცხვა და გასუფთავებაც არის შესაძლებელი,  კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით,  საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგალითად ბოსტნეული შეიძლება ვერ გაყიდო შეფუთული დიდი რაოდენობით და მომხმარებელს დაუტოვო არჩევანის საშუალება, რომელს იყიდის, მაგრამ მას ამ პროდუქტის გასუფთავების საშუალება აქვს. ხოლო პურს კი ვერც გავრეცხავთ და ვერც დეზინფექციას გავუკეთებთ, ამიტომ პური უნდა იყოს შეფუთული“- განუცხადა Sputnik საქართველოს მადონა კოიძემ.

მისივე თქმით, არ არის სწორი, როცა შეუფუთავ პურს ეხება ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როდესაც კორონავირუსის ინექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო დაუბანელი ხელია.

მადონა კოიძემ მოუწოდა სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს, ეს საკითხი  უყურადღებოდ არ დატოვონ.

15 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 439 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64

 

79