ერთი პაციენტი თელავის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ კლინიკაში გადმოჰყავთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა იფექციურ საავადმყოფოსთან
სასწრაფო დახმარების მანქანა იფექციურ საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
47 წლის ქალის ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხი იმის თაობაზე, აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი, დილით იქნება ცნობილი.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. 47 წლის ქალი მაღალი ტემპერატურით თბილისის ინფექციურ კლინიკაში სპეციალური სამედიცინო მანქანით გადმოჰყავთ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან ოთხი არასრულწლოვანია

ტელეარხის ინფორმაციით, ქალი პარიზი–თბილისის რეისის მგზავრია, რომელიც აქამდე თელავის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

პაციენტის ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხი იმის თაობაზე, აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი, დილით იქნება ცნობილი.

პარიზიდან ჩამოფრენილი მგზავრები კარანტინში თელავის მუნიციპალიტეტში არიან მოთავსებული.

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია, მათ შორი ოთხი არასრულწლოვანია, კარანტინის რეჟიმშია 439, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0