112

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

49810
(განახლებულია 02:30 15.03.2020)
საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს უმთავრესი მიზანია – არ დაუშვას ქვეყანაში იტალიის ანალოგიური მდგომარეობის შექმნა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მთელი ძალით ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას – მიღებული ზომების ჩამონათვალი დღითი დღე იზრდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს და მთავარი ამოცანაა – არ მოხდეს ვირუსის მასობრივი გავრცელება. ძირითადი აქცენტი თავად მოსახლეობის მობილიზაციაზე გადადის.

„დასკვნა საკმაოდ სერიოზულია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების წინაშე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ამ დროისთვის გატარებული ზომების რიცხვშია (სია დღითი დღე ივსება):

სამუშაოს ორგანიზაცია

შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. 

სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ასეთივე რეკომენდაციები გაიცა კერძო კომპანიებისთვისაც.

მთავრობის გაფრთხილება: დამსაქმებელი ვალდებულია კარანტინის პერიოდი, რომელიც ბიულეტენთან არის გათანაბრებული, ანაზღაურდეს.

მოქალაქეები, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის პირობებს, პოლიციის ძალით გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში - ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს

ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირების საგანგებო გეგმის შემუშავება დაიწყო, რათა ტურისტული სექტორისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

თბილისის მერიამ უფასო სასადილოებში 16 მარტიდან მომსახურების წესები შეცვალა. უფასო სასადილოები საკვებს ბენეფიციარებს სახლში გაატანენ.

კულტურა და სპორტი

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები.

დაიკეტა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი. 

მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა.

შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები.

გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა.

14 მარტს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო.

26 მარტს დაგეგმილ საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ქართული მხარე მატჩის გადადების მომხრეა.

სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საბავშვო ბაღები

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

დაიკეტა საბავშვო ბაღები. 

ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკი 14 დღიან კარანტინში მოათავსებს მიმოქცევიდან ამოღებულ ფულის ბანკნოტებს. კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების საფრთხის გამო.

პენიტენციური სისტემა

პრობაციონერებს უფლება აქვთ, პრობაციის ბიუროში სავალდებულო რეგისტრაციისთვის 14 აპრილამდე არ გამოცხადდნენ.

კოლონიებსა და საპატიმროებში აიკრძალა პაემნები, სანაცვლოდ გაიზარდა სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი.

საზღვარი და გადაადგილება

გაუქმდა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან ავიამიმოსვლა.

14 მარტიდან 10 დღით დაიკეტა საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. 15 მარტიდან კი მუშაობა შეაჩერა „სარფის" საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. 

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უცხოეთში გამგზავრებისგან. 

ავტომატურ შემოწმებასა და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში ყოფნას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ მსოფლიოს 11 ქვეყანაში: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და დანიაში. უცხოელები იმ შემთხვევაში დააღწევენ თავს კარანტინს, თუ წარმოადგენენ PCR-ის ცნობას.

მთავრობა მუდმივ რეჟიმში შეახსენებს მოქალაქეებს:

„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ! კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს... კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის სააგენტო – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

49810
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
ბათუმი

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

20
(განახლებულია 10:49 29.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 2324, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 33 ადამიანი.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 2324, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 33 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში
პალატა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 33–მდე გაიზარდა

45
(განახლებულია 10:57 29.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 33, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

45
თემები:
COVID-19 საქართველოში
პროგრამისტი კომპიუტერისა და ყავის მადუღარის ფონზე

IT-სპეციალისტმა ყავის მადუღარას კრიპტოვალუტის მაინინგი აიძულა: ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 11:00 29.09.2020)
კომპანია Avast–ის თანამშრომელმა „ჭკვიანი სახლის“ სისტემის მიკროპროგრამაში შეაღწია და სრული კონტროლი დაამყარა ყავის მადუღარაზე

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. IT-ექსპერტმა მარტინ ჰრონმა ინტერნეტში ჩართულ ყავის სმარტ-მადუღარის სისტემაში შეაღწია და  მას კრიპტოვალუტა Monero–ს მაინინგი აიძულა, წერს SlashGear–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ანტივირუსული პროგრამებით ცნობილი კომპანია Avast–ის თანამშრომელმა ექსპერიმენტისთვის ყავის მადუღარა Smarter iKettle აირჩია, რომელიც „ჭკვიანი სახლის“ სისტემას Wi-Fi–ს მეშვეობით უკავშირდება.

პროგრამისტმა სისტემის მიკროპროგრამაში შეაღწია და მასში ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც ის ყავის მადუღარას „მიუერთა“ და სრული კონტროლი დაამყარა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

„ზომბირებული“ ყავის მადუღარა, მიუხედავად მისი მწირი გამოთვლითი უნარებისა, კრიპტოვალუტის მაინინგს შეუდგა. თუმცა მერე შეტყობინებები „გამოუშვა“, რომ გამოსასყიდის გარეშე მუშაობას აღარ აპირებდა და თან მდუღარე წყლის ფრქვევა დაიწყო.

ექსპერიმენტის შემდეგ მარტინ ჰრომმა აღნიშნა, რომ სმარტ–ნივთების მწარმოებლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ თავიანთი გაჯეტების უსაფრთხოებას.

0
თემები:
მსოფლიო დღეს