მთავრობა სათამაშო დაწესებულებებს მუშაობის შეჩერების რეკომენდაციას აძლევს

© Pixabay / Stokpicსამორინე
სამორინე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეკომენდაცია კაზინოების, სლოტკლუბებისა და ტოტალიზატორებისთვის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს მიმართავს რეკომენდაციით, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოს მზადყოფნა კორონავირუსისთვის - პირველ ეტაპზე 5 კლინიკა და 420 საწოლი

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭო ასევე მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ „მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“.

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის კარანტინში კიდევ ათი  ადამიანი გადაიყვანეს>>

14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ყველა ახალი ამბავი
0