ინფექციური საავადმყოფო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 ათას ლარს გამოყოფს

69
(განახლებულია 16:20 14.03.2020)
სფფ  მზადყოფნას გამოთქვამს ორგანიზაციის  ბალანსზე არსებულ სასტუმროში  საკარანტინო ზონის მოწყობისთვის.

 

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის  100 ათას ლარს გამოყოფს, ნათქვამია ორგანიზაციის განცადებაში.  

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30–ს მიაღწია.

 „ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა.   სფფ გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, კორონავირუსთან დაკავშირებით, სფფ–მ ყველა ლიგასა და ასაკობრივ კატეგორიებში ფეხბურთის ჩემპიონატი, მინიმუმ 1 აპრილამდე გადადო. ამასთან, საქართველოს დედაქალაქში გადაიდო რიგი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები: ევროპის ერთა თასის ფარგლებში დაგეგმილი საქართველო–რუსეთის მატჩი (14 მარტი) და ძიუდოში თბილისის გრან–პრი (27–29 მარტი).

26 მარტს თბილისში დაგეგმილ საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი უეფა 17 მარტს მიიღებს.

69
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (787)