დიდი ქორწილები და ქელეხები, შესაძლოა, აიკრძალოს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველანი უნდა ვიყოთ შემზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები...

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მოსახლეობა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

პრობაციონერები ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან>>

იმნაძის თქმით, მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით, შესაძლოა, დიდი თავყრილობები, მათ შორის, ქორწილები და ქელეხები აკრძალოს.

„ჩვენი რჩევები იყო – გარდა იმისა, რომ სისტემები ქვეყანაში უნდა იყოს მზად, ამის გარდა მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის. მაგალითად, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები… მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს, ამიტომ ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ შემზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს", – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე.

თვითმფრინავის ეკიპაჟი, რომლითაც იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

„ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე", – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1 აპრილამდე გახანგრძლივდა, მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეჩერდეს ერთი თვით – 13 აპრილამდე.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის>>

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ყველა სამთავრობო უწყება, ასევე საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ყველა ახალი ამბავი
0