Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენც უნდა დავეხმაროთ ექიმებს...“ - თიკა ფაცაცია საზოგადოებას მიმართავს

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა. აქამდე ინფიცირებული 15 ადამიანი იყო

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ფაცაციცას თქმით, ყველა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთიდან ახალდაბრუნებულმა მოქალაქეებმა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა

„ჩვენც უნდა დავეხმაროთ ექიმებს, რომ იგივე არ მოხდეს. ძალიან გთხოვთ, ახალი ჩამოსულები ნუ წახვალთ გუდაურებში და ბაკურიანებში, დაბადების დღეებზე და წვეულებებზე, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ოჯახის წევრებსაც და მათ გარდა სხვებსაც. არ არის ეს რთული, ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. ჯანმრთელობა ყველას!“ – წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge. აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო.

საავადმყოფო უჰანში - Sputnik საქართველო
ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს: უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა – ვიდეო

ამასთან შეიცვალა სხვა მონაცემები: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (აქამდე იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56). კარანტინის რეჟიმში - 126.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0