თბილისის ბოტანიკური ბაღი

თბილისს ბოტანიკური ცენტრი შეემატება

77
(განახლებულია 17:14 08.03.2020)
თბილისის ბოტანიკურ ბაღში 2021 წელს გაჩნდება სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი, სადაც მცენარეთა საინტერესო სახეობებს გამოიყვანენ

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალი ცენტრი გაჩნდება, სადაც ლაბორატორია და პარკის ადმინისტრაცია იფუნქციონირებს.

ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდება და ბოტანიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. ტერიტორიაზე განათავსებენ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს, რომელშიც იქნება ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ეკოსაგანმანათლებლო სივრცე.

„ახალი ბოტანიკური ცენტრი ხელს შეუწყობს ბაღის სამეცნიერო და კვლევითი მუშაობის გაძლიერებას, კოლექციებისათვის საინტერესო სახეობების გამრავლებას“, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

ცენტრის მშენებლობისთვის 2,7 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.

შემოდგომის ფერები თბილისის ბოტანიკურ ბაღში - ფოტო>>

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 2020 წელს თავის 175–ე იუბილეს აღნიშნავს. მასში ფართოდაა წაროდგენილი ქართული და მსოფლიო ფლორა.

77
თემები:
თბილისი დღეს (1697)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და მათი წყაროები

8
(განახლებულია 13:44 11.08.2020)
ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან 44 პაციენტი გაეწერა. მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროა.

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან სამი „იმპორტირებულია“, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი – ვინ დაამარცხა ვირუსი>>

 „აქედან ორი არის გაჩიანიდან, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და სამი იმპორტირებული. იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 44 პაციენტი და მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროა. ამ დროისთვის COVID–ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს.

„რვა არის კრიტიკული, ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ასევე, 14 პაციენტია ინფექციის მძიმე მიმდინარეობით. დანარჩენ ინფიცირებულთა უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1264-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 279 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში
 Леван Гелбахиани

გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის გმირი შეყვარებულია? მსახიობი ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს

811
(განახლებულია 14:42 31.07.2020)
მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო სკანდალური ფილმით „და ჩვენ ვიცეკვეთ“, სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელ ფოტოს აქვეყნებს.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა „ინსტაგრამზე“ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილი ერთმანეთს ვნებიანად კოცნის. თეკლა ტყეშელაშვილისა და ლევან გელბახიანის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

View this post on Instagram

@teklatkeshelashvili 🧡

A post shared by Levan Gelbakhiani (@levangelbakhianiii) on

მსახიობმა ლევან აკინის ფილმში გეის როლი შეასრულა. ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კინოთეატრებში მისი ჩვენება სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. თუმცა პრემიერა საქართველოში მაინც შედგა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ უამრავი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა.

View this post on Instagram

ups💙

A post shared by Levan Gelbakhiani (@levangelbakhianiii) on

მსახიობ ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, თებერვალში 2020 წლის ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. 21 წლის ქართველ მსახიობთან ერთად ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კიდევ ცხრა მსახიობმა მიიღო.

811
თემები:
სელებრითების ცხოვრება