ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის საავტომობილო გზა გახსნილია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისატვირთოები გზაზე
სატვირთოები გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი საქართველოს სამხედრო გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საცობი გზებზე - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

გზის აღნიშნული მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი იყო.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა უწყვეტი რეჟიმით ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება. მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტომობილებს, ასევე, ავტობუსებს გვირაბებში მოძრაობა ცალმხრივად შეუძლიათ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ე.წ. სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0