ბათუმში საბავშვო ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება

© photo: courtesy of Tbilisi City Hallდეზინფექცია ტრანსპორტში
დეზინფექცია ტრანსპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის შემდეგ სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ დაიწყო

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საბავშვო ბაღებისა და სახელმწიფო დაწესებულებების დეზინფექცია დაიწყო. ამის შესახებ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის Facebook-გვერდზეა აღნიშნული.

სკოლების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება

როგორც მერი აღნიშნავს, ქალაქში გადაიდო ყველა მასობრივი ღონისძიება და დროებით შეჩერდა ბათუმის დელფინარიუმის მუშაობა.

2 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა. ორი მათგანი ირანიდან ჩამოვიდა, ერთი - იტალიიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორი კვირით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გაზაფხულის ორკვირიანი არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან გამოცხადდა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მასობრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების გადადებისა და ხალხის თავშეყრის ადგილებში დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0