კორონავირუსის საფრთხის გამო თბილისის ხელოვნების სასახლე მნახველებს დროებით აღარ მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerხელოვნების სასახლე
ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა, ხოლო ერთი ქალი - იტალიიდან.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლემ, იგივე თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა კორონავირუსის საფრთხის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის თაობაზე Facebook-გვერდზე მუზეუმის ხელმძღვანელობამ დაწერა.

„მეგობრებო, ლუვრი დაიხურა! დღეს დავიხურეთ ჩვენც, ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზები დაიხურება ორშაბათსაც, დანარჩენს გვაჩვენებს დრო!", - წერს მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დედაქალაქში მუშაობა შეწყვიტა ასევე ილიას უნივერსიტეტის თეატრმა. თეატრის ხელმძღვანელობამ 16 მარტამდე ყველა სპექტაკლი გააუქმა. მაყურებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ბილეთი, შეუძლია მისი დაბრუნება ან გადაცვლა მომავალი სპექტაკლის ბილეთზე, აღნიშნავენ თეატრში.

მიწისქვეშა გადასასვლელი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელებს დეზინფექციას უტარებს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა, ხოლო ერთი ქალი - იტალიიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გადატანა გადაწყვიტა. საგაზაფხულო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არა 9 მარტს, არამედ დღეს, 2 მარტს დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გაუქმდეს ღონისძიებები, რომლებიც ადამიანების მასობრივ თავშეყრას ითვალისწინებს.

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება>>

ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 89 074 კაცს შეადგენს, აქედან ჩინეთზე 80 026 ინფიცირებული მოდის. გარდაიცვალა 3048 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 45 110 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0