სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებს გამოწვევას სთავაზობს

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა ისარგებლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აჩვენა საზოგადოებას, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი კორონავირუსისგან

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელებში ჩელენჯი წამოიწყო - #SafetynotFear („გაავრცელეთ უსაფრთხოება და არა შიში“), და ამით გამოწვევა გაუგზავნა არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ მსოფლიო ლიდერებს.

სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აჩვენა საზოგადოებას, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი კორონავირუსისგან.

„გაავრცელეთ უსაფრთხოება და არა შიში. რადგან კორონავირუსი მსოფლიოში ძირითადი ახალი ამბავია, მოდით ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ სიმშვიდის შენარჩუნება და პასუხისმგებლიანობა ნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებას“, - დაწერა სახელმწიფო მეთაურმა Twitter-ში.

1 მარტისათვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს გამოუვლინდა - ირანში ნამყოფ ორ მამაკაცს და იტალიიდან ჩამოსულ 31 ქალს.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

კორონავირუსი საქართველოში: სკოლებში ვადამდელი არდადეგები დაიწყო >>

1 მარტისათვის მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 79 824-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან 41 625, მკურნალობას კიდევ 32 949 ადამიანი აგრძელებს, ხოლო 7 365 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადებულთა საერთო რიცხვმა 53 ქვეყანაში მიაღწია 6009 ადამიანს, აქედან ბოლო 24 საათში 1318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვლილია 86 ადამიანი, აქედან 19 - გასულ დღე-ღამეში.

ყველა ახალი ამბავი
0