უშგული

საქართველოს კიდევ ექვს სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

130
(განახლებულია 09:47 29.02.2020)
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს ეძლევათ სხვადასხვა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი მუნიციპალიტეტის კიდევ ექვს სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

მაღალმთიანი რეგიონების 2019 - 2023 წლების განვითარების სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას. ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, რათა ისინი საცხოვრებლად მიმზიდველი გახადოს და თავიდან აიცილოს მათი დაცარიელება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა საქართველოს 1,73 ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტს, ხოლო მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246 ათასი მოქალაქე, რომლებიც სარგებლობენ სპეციალური შეღავათებით, მათ შორის, გაზრდილი პენსიებით, სოციალური დახმარებით, შეღავათიანი ტარიფებით და სხვა პროგრამებით.

აღნიშნული შეღავათებით ისარგებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - სპეთისა და ჭალოვანის მოსახლეობა.

ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად მთის განვითარება დაასახელა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". შეიქმნა მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მილიონი ლარი შეადგინა.

მაღალმთიან საწარმოებს ახალი შეღავათები მიენიჭათ >>

მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრს სიმაღლეზე და ზევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.

 

130
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (229)
ანუკი არეშიძე

ნიკოლა კალაძე ნაძვის ხის სათამაშოებს ჭამს - ანუკი არეშიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

21
(განახლებულია 13:52 01.12.2020)
დიზაინერმა რამდენიმე ემოციური ვიდეოთი „ფოლოვერები“ გაანებივრა. ვიდეოში ჩანს, როგორ ეტანება საჭმელად პატარა ნიკოლა საძვის ხის სათამაშოებს

ანუკი არეშიძის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგი გულახდილი ემოციებით დატვირთული ვიდეო გამოჩნდა. ვიდეოს მთავარი გმირი ნიკოლა კალაძეა, რომელიც ნაძვის ხის სათამაშოებს საჭმელად ეტანება. „არ იჭმევა“, - ეუბნება ნიკოლას დედა, თუმცა ბიჭუნა მას არ უსმენს.

კალაძეების დიდ ოჯახში ნაძვის ხე და საახალწლო განწყობა რამდენიმე დღეა დგას. ცნობილი დიზაინერი ზღაპრულ გარემოს ხშირად უზიარებს „ინსტაგრამის“ „ფოლოუერებს“. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი გადატვირთულ გრაფიკს დაუბრუნდა, თუმცა პატარა შვილს ძალიან დიდ დროს უთმობს.

4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

21
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა

ვინ დაემატა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკ-ჯგუფებს

27
(განახლებულია 16:13 01.12.2020)
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და რისკ-ჯგუფებისთვის უფასოა.

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკ-ჯგუფებს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რისკ-ჯგუფებს  სკოლების პედაგოგები და 65 წელს ზემოთ ასაკის პირები დაემატნენ.

დღეისთვის რისკ–ჯგუფში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი. 

2020 წელს საქართველოს მთავრობამ, გასულ წელთან შედარებით,  2,5–ჯერ მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეისყიდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე შესყიდულია ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა VAXIGRIP TETRA – ვაქცინის პირველი 25 ათასი დოზა განაწილებულია თბილისსა და რეგიონებში, რომელთაც პირველ რიგში ყველაზე უფრო მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის გამოიყენებენ. მოგვიანებით ქვეყანამ  ვაქცინის 77 ათასი დოზა მიიღო, რომელიც ასევე გადანაწილდა ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, იგი ისეთივეა, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში – ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტაციის დაცვა, პირბადის ტარება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ შეიძინა უკვე 100 ათასი დოზა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე სეზონური გრიპებიც დაერთვება თან.

27
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში
მესტია

რა მომსახურებას სთავაზობს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს

0
(განახლებულია 16:51 01.12.2020)
საქართველოს რეგიონებში მოძრავი საგადასახადო სერვის-ცენტრები შეძლებენ გადასახადების გადამხდელებისა და კომპანიების დარეგისტირებას ან გაუქმებას, ასევე ცნობების მიღებას და ა.შ.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის–ცენტრი  RS CAR გადასახადის გადამხდელებს 1-28 დეკემბრის ფარგლებში 27 ლოკაციაზე მოემსახურება, ნათქვამია უწყების გვერდზე.

RS CAR-ი (მიკროავტობუსი) იმ ქალაქებსა და სოფლებს მოივლის, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის განთავსებული. იგი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის–ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. 

რაც შეეხება ლოკაციებს, ესენია: ლაჩხუთი, გურჯაანი, ტყიბული, ყვარელი, ლენტეხი, ახმეტა, ხონი, მესტია, დმანისი, თეთრიწყარო, ცაგერი, მარტყოფი, დუშეთი, ყაზბეგი, ადიგენი, ვანი, ასპინძა, ბაღდათი, ნინოწმინდა, ონი, კასპი, აბაშა, ქარელი, მარტვილი, საჩხერე.

 

გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შემდეგი სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.  შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.

მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა