თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს ბინებით შეღავათიან ფასად უზრუნველყოფს

ქართველი სამხედროები ბინებს შეღავათიან ფასად იყიდიან

48
(განახლებულია 20:35 26.02.2020)
ბინების ნახევარ ფასად ყიდვას სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ სამხედრო დასახლებაში, რომლის მშენებლობა თბილისში უკვე აპრილში დაიწყება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ქალაქში, რომელსაც მახათას მთაზე ააშენებენ, ბინებს შეღავათიან ფასად იყიდიან, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ქალაქი აშენდება>>

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უწყება სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების ღირსეულ პირობებს შექმნის მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით.

სამხედრო ქალაქის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. ახალი წინადადებით სარგებლობა 1 ათასზე მეტ სამხედროს შეუძლია – გენერლებს, პოლკოვნიკებს, ვიცე-პოლკოვნიკებს, ასევე მაიორებს, რომლებსაც ის დღემდე არ მიუღიათ, და სერჟანტთა კატეგორიას.

პროექტის მიხედვით, სამხედროები საცხოვრებელ ფართებს შეღავათიანი პირობებით შეიძენენ. მათთვის ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შემსუბუქებული იქნება.

კერძოდ, თუ სამხედროებს აქამდე ბინის ღირებულების 60%-ის დაფარვა უწევდათ, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი ამოქმედდება.

თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადგილობრივი წარმოების ღორის ხორცს შეისყიდის>>

კერძო კომპანიის ნაცვლად სახლებს თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ააშენებს, რაც ბინების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გარდა ამისა, სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება, სავარაუდოდ, 200 დოლარი იქნება. სამხედროებს ამ თანხის მხოლოდ ნახევრის გადახდა მოუწევთ. უპრეცედენტო შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ხელშეკრულებები ე.წ. ამხანაგობაში გასაწევრიანებლად ნოტარიულად უკვე გააფორმეს.

პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდება. შემდეგი ეტაპები დამტკიცებული გრძელვადიანი გეგმის თანახმად განხორციელდება.

სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით ბინა სახელმწიფოსგან 1,7 ათასმა სამხედრომ მიიღო.

48
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

28
(განახლებულია 14:10 10.08.2020)
ამ დოისთვის COVID–ცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1010 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოს COVIDცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 81%.

„25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსზე 27 პაციენტი მკურნალობს.

„უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა შვიდი და დაემატა ექვსი ახალი პაციენტი. დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი მსოფლიოში – 10 აგვისტოს მონაცემები>>

ექიმები ორი პაციენტის მდგომარეობას, COVID-19–ის მიმდინარეობისა და თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, აფასებენ, როგორც მძიმეს. დანარჩენების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში
სოფო ნიჟარაძე

სოფო ნიჟარაძეს უსიმპატიურესი ძმა ჰყავს - ნახეთ როგორ ჰგავს დას

907
(განახლებულია 14:38 31.07.2020)
დასთან შედარებით ირაკლი ნიჟარაძეს საჯაროდ გამოსვლა არ ხიბლავს. თუმცა, მედიის ყურადღება არა ერთხელ მიიქცია. უსიმპატიურესი მამაკაცის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავს თუ არა უმცროსი ძმა გამოჩენილ მომღერალს?

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ყოფილი ფინანსური დირექტორი ცნობილი მომღერლის სოფო ნიჟარაძის ძმა იყო. არხის რეორგანიზაციის დროს ირაკლი ნიჟარაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა და სამსახურიდან წავიდა. არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი პოპულარულ დასთან შედარებით მის გვერდით სულ რამდენჯერმე გამოჩნდა. პირველად საზოგადოებამ ირაკლი სოფოსთან ერთად სიმღერისას შენიშნა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ირაკლიმ დასთან ერთად „გარეპა“.

და-ძმამ რამდენიმე წლის წინ დიდი დარტყმა მიიღო. 2013 წელს მათ შეხმატკბილებულ ოჯახში, როგორც სოფო ამბობდა, ტრაგედია დატრიალდა. ამ პერიოდში სოფო მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე იყო. მომღერალი ამ  ტკივილს და უსაყვარლესი მამის მოულოდნელ გარდაცვალებას ვერ გაუძლო და პროექტი საკუთარი ნებით დატოვა. მან მამის გარდაცვალების შესახებ პარკეტზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო. მოუშუშებელი ტკივილი ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით ძმის დახმარებით გადაიტანა. სოფოსა და მის ძმას ირაკლის შუედარებელი ურთიერთობა აკავშირებთ. საერთო ტკივილი კი, უფრო აერთიანებთ.

მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. სოფო ნიჟარაძე შეუდარებელ ფორმაშია. ის რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“. სოფო იშვიათად ანებივრებს სოცქსელის მომხმარებლებს ბუნებრივი ფოტოებით, ვინაიდან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კონცერტებთანაა დაკავშირებული და გრიმით ყოფნა უწევს.

 

 

907
თემები:
სელებრითების ცხოვრება