ნაგვის კონტეინერი

საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები გაიზრდება

59
(განახლებულია 17:11 26.02.2020)
2 კგ-ზე მეტი ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა – 1,5 ათას ლარამდე.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. „ნარჩენების მართვის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თითქმის ორმაგდება.

კანონპროექტები საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის 100 ლარით დაჯარიმდებიან ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების პატრონები.

2 კგ-ზე მეტი ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა – 1,5 ათას ლარამდე.

თუ ასეთი ნარჩენების მოცულობა 20 კგ-ს გადააჭარბებს, ფიზიკური პირები 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირები კი 1 ათასი ლარის ნაცვლად – 2 ათასი ლარით.

კანონპროექტის თანახმად, საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენების გადაგდებისთვის კანონდამრღვევი 120 ლარის ნაცვლად 250 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმის ანალოგიური ოდენობაა გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ნაგვის გადაგდების შემთხვევაშიც.

ხუთ ერთეულამდე საბურავის (ველოსიპედის საბურავის გარდა) გადაყრის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 500 ლარი. ხუთი და მეტი საბურავის გადაყრისას – 2 ათასი ლარი.

ისეთი საგნების გადაყრა, როგორიცაა აკუმულატორები, ელექტრონათურები, ელექტროსაქონელი, ელექტროდები და მსგავსი საგნები, ითვალისწინებს ჯარიმის გადახდას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

დიდი მოცულობის ნარჩენით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარით, სამშენებლო დანადგარით ან სხვა მსგავსი მოწყობილობით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი 6 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.

59
თემები:
საქართველოს პარლამენტი (142)
მომღერალი მარკუს მეტრეველი პირველ სამოდელო კოლექციას ამზადებს

„ძალიან მძიმეა, როდესაც შვილების დედა, აბსურდულ ბრალდებას გიყენებს“ - მარკუს მეტრეველი

8
(განახლებულია 14:51 30.05.2020)
მარკუსის წინააღმდეგ, მისი ყოფილი მეუღლე და ორი ვაჟის დედა არა ერთხელ გამოსულა. ისინი ერთმანეთს თოქ-შოუებშიც დაუპირისპირდნენ

„რთულია სხვის პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთება. თუმცა მსგავსი ფაქტი , ჩემს წარსულ პირად ცხოვრებაზე გამახსენდა და პარალელს ვავლებ! ძალიან მძიმეა, როდესაც ყოფილი “მეუღლე” და შვილების დედა, აბსურდულ ბრალდებას გიყენებს ძალადობაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე! მე ყველაზე კარგად მესმის და ვიცი რა დონის ზიანი შეიძლება მოგაყენოს გამწარებულმა ქალმა. ისიც ვიცი, თუ რა რთულია ამ ბრალდების მიღება და გადატანა მშვიდად ისე, რომ არ გამოხვიდე წყობიდან და თავი ხელში აიყვანო…”-  ასე ეხმაურება მარკუს მეტრეველი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო ატეხილ სკანდალს. ეპატაჟურმა მომღერალმა იგივე გზა გამოიარა, რასაც ახლა ნიკოლოზი გადის. მარკუსის წინააღმდეგ, მისი ყოფილი მეუღლე და ორი ვაჟის დედა არა ერთხელ გამოსულა. ისინი ერთმანეთს თოქ-შოუებშიც დაუპირისპირდნენ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მარკუსსა და მის ყოფილ ცოლს შორის ურთიერთობა დღემდე არ დალაგებულა. მარკუსის ყოფილი ცოლი ჟურნალისტი ლალი ქურდაძეა.

View this post on Instagram

🆘ჩემი მხარდაჭერა და სოლოდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს ✊🙏 🔺რთულია სხვის პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთება.თუმცა მსგავსი ფაქტი , ჩემს წარსულ პირად ცხოვრებაზე გამახსენდა და პარალელს ვავლებ .. !!! 🔺ძალიან მძიმეა როდესაც ყოფილი “მეუღლე” და შვილების დედა, აბსურდულ ბრალდებას გიყენებს ძალადობაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე!! 🔺მე ყველაზე კარგად მესმის და ვიცი რა დონის ზიანი შეიძლება მოგაყენოს გამწარებულმა ქალმა. ისიც ვიცი თუ რა რთულია ამ ბრალდების მიღება და გადატანა მშვიდად ისე რომ არ გამოხვიდე წყობიდან და თავი ხელში აიყვანო.. 🔺მე მესმის რომ ხალხიც გააღიზიანა ამ ფაქტმა მაგრამ ესე ერთი ხელის მოსმით ნუ აკეთებთ დასკვნებს და შეურაცხყოფილ კომენტარებს ნუ წერთ ადამიანზე რომელმლაც არაერთხელ ასახელა საქართველო!!! 🔺მჯერა რომ ნიკოლოზი თავს გაართმევს ამ სირთულეს და გადალახავს ამ პრობლემასაც ისე ლოიალურად რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს!!!! 🔺მე მჯერა იმის რომ ნიკა ქალს ფიზიკურად არ გაუსწორდებოდა, მითუმეტეს შვილის თანდასწრებით. რასაკვირველია ქალის პოზიციაც მესმის და შეიძლება დიდი სტრესის ფონზე ისეთი ჩვენება მისცა რომ მორალური ზიანი მიეყენებინა ნიკასთვის. 🔺მჯერა რომ ამ ეტაპზე ვერ ხვდება მისი ყოფილი მეუღლე თუ რა დონის ზიანი მიაყენა ნიკოლოზს მაგრამ გავა დრო და დარწმუნებული ვარ რომ ინანებს ... 🔺მე გულით ვუსურვებ ორივე მხარეს მშვიდობას და იმედია გაითვალისწინებენ რომ ბავშვი იზრდება და სამომავლოდ არც დედის და არც მამის მიმართ გასროლილი ტალახი მისთვის ადვილი გადასატანი არ იქნება .მშვიდობა ორივე მხარეს და წარმატებები ნიკოლოზს @nikolozbasilashvili ♥️✊🙏

A post shared by MARCUS METREVELI (@marcus_metreveli) on

„მე მჯერა იმის რომ ნიკა ქალს ფიზიკურად არ გაუსწორდებოდა, მით უმეტეს შვილის თანდასწრებით. რასაკვირველია, ქალის პოზიციაც მესმის და შეიძლება დიდი სტრესის ფონზე, ისეთი ჩვენება მისცა, რომ მორალური ზიანი მიეყენებინა ნიკასთვის,“- ამ სიტყვებით ცდილობს მარკუსი საზოგადოების სიტუაციაში გარკვევას. ცნობილი მომღერალი მარკუს მეტრეველი პროფესიით ბერძნული ენის ფილოლოგია. მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა სკანდალების გარეშე. მეუღლე და ორი ვაჟი, 20 წლით უფროსი მდიდარი ქალბატონები, მისი ორიენტაცია, საქმიანობა და ფოტოსესიებიც კი, საზოგადოებას დიდი ხნის მანძილზე არ ავიწყდება.

View this post on Instagram

#საბადურისტყე🍁🍂🌲🌳

A post shared by MARCUS METREVELI (@marcus_metreveli) on

გარდა იმისა, რომ მუსიკალური კარიერა ადრეული ასაკიდან საბერძნეთში დაიწყო, მხოლოდ ერთ პროფესიას არ ჰკიდებს ხელს. მარკუს მეტრეველმა სამოდელო სფეროშიც წარმატებით სცადა თავი და დიზაინერობაც დაიწყო. მომღერალ მარკუს მეტრეველს მდიდრულად ჩაცმა-დახურვა და მოგზაურობა ძალიან უყვარს. ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციასშიც კი საუკეთესოდ გამოიყურება. შესაბამისა,  მას ბევრი განიხილავს, ზოგი კრიტიკულად, ზოგი აღფრთოვანებით.

8
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 80% გამოჯანმრთელდა

26
(განახლებულია 15:14 30.05.2020)
საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში COVID-2019 ერთ დღე-ღამეში 24 პაციენტმა დაამარცხა, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი >>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 600 (80%) გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ დროისათვის COVID-19-გან 134 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და უფრო მეტჯერ აჭარბებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში