ლუკა სირაძის საქმეზე სასამართლო პროცესი შეიძლება ბრალდებულის გარეშე გაიმართოს

© Sputnik / STRINGERახალგაზრდების აქცია
ახალგაზრდების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ხმაურიანი პროცესი იწყება – 15 წლის ლუკა სირაძის საქმის მოსმენა.

გამორიცხული არ არის, რომ, როგორც წინასასამართლო სხდომა, ამჯერადაც სასამართლო მოსმენა საქმის მთავარი ბრალდებულის – პოლიციის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გარეშე გაიმართოს.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მოზარდის დაღუპვის საქმე: სასამართლომ გამომძიებელი პატიმრობაში დატოვა

როგორც ტელეკომპანია „იმედი" იუწყება, გუშინ, ღამით ბრალდებული, მუცლის არეში მწვავე ტკივილით, N5 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. წინა ჯერზეც ჩოლოიანი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა.

კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია. გამოკვლევა დღესაც გაგრძელდება.

ბრალდებულის ადვოკატის თეონა გვაზავას სიტყვებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„გადმოყვანილია ღუდუშაურში, ეს ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაცია არ მიიღებდა მისი გადმოყვანის გადაწყვეტილებას, ვინაიდან პენიტენციური დეპარტამენტი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო სამსახურით", – განაცხადა ადვოკატმა. თუმცა მან არ დააზუსტა, კონკრეტულად რა ჩივილები აქვს ჩოლოიანს, რადგანაც ეს არის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება.

ადვოკატი სრულად გამორიცხავს დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლოში გამოცხადებას.

ჩოლოიანს ბრალი წარდგენილი აქვს „მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულების" მუხლით, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორმა მოზარდის გარდაცვალებამდე მოვლენების სურათი აღადგინა

გამოძიების ცნობით, ჩოლოიანმა 10 დეკემბერს ლუკა სირაძე დაკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა, რაც უკავშირდებოდა მოზარდის ყოფილ სკოლაში ღამით შესვლას და კედლებზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც!" გაკეთებას. დაკითხვაზე გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა.

უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო არასრულწლოვან მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

მოზარდის ახლობლების განცხადებით, პოლიციამ ბავშვზე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ზეწოლა განახორციელა. მათი აზრით, სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოხტომის შედეგად მიყენებული ტრავმების გამო 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

სირაძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღიძრა. მომხდარიდან მალე დააკავეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

მოზარდის გარდაცვალებამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ახალგაზრდების მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0