Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე გიხდით ბოდიშს...“ – მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი მის ჯვრისწერას ეხმაურება

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ თავიდან რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ ეს სასცენო წყვილი დაიშალა. მაკა ზამბახიძეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ცოტა ხნის წინ მომღერალი მესამედ დაოჯახდა.

წინა კვირას მომღერალ მაკა ზამბახიძის და ძიუდოისტ მიხეილ ჩოხელის ჯვრისწერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მომღერალს მესამედ გათხოვების გამო ირონიულ კომენტარებს უწერდნენ. როგორც ჩანს, მათ არც მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი ვახო ჭუმბურიძე დატოვეს უყურადღებოდ და, როგორც ფინანსისტის პირადი გვერდიდან ირკვევა, არაერთი კომენტარი მაკას და მიხეილის ჯვრისწერის შესახებ ჭუმბურიძის ბლოგზეც დაწერეს.

მაკა ზამბახიძის ყოფილმა ქმარმა კრიტიკოსებს შემდეგნაირად უპასუხა: „სქრინისთვის მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ ამევსო მესენჯერი, ბლოგზე კომენტარებით – მთლად ესეთი არა, მაგრამ უაზრო ქილიკით! თქვენი დედაც მოვ..ან ვინც კი ესე ფიქრობთ და იიოკებთ თქვენს ბინძურ სულს, ამთხვევთ ბოღმას და მერე გაქვთ შვილების გაზრდაზე პრეტენზია, მარხვის შენახვაზე და ზიარებაზე. მაკას კიდევ გულით ვუსურვებ დიდ ბედნიერებას და გამრავლებას. #წერტილი“, – დაწერა ჭუმბურიძემ.

View this post on Instagram

A post shared by Mikheil Chokheli (@mikheilchokheli7) on

დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ. ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტზეც წარმატებით უკრავს.

View this post on Instagram

@makazambakhidze_official

A post shared by Giorgi Tsaava (@giorgitsaava) on

არტისტის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენია. 31 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი მაკა ზამბახიძეზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის გაბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. გარდა ამისა, მიხეილი მაკას მეგობრებთანაც ახლობლობს.

View this post on Instagram

A post shared by Mikheil Chokheli (@mikheilchokheli7) on

წყვილმა ჯვარი თბილისში, ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა, ხოლო ქორწილი მცხეთის „მარანი ჰოლში“ გადაიხადა. სადღესასწაულო წვეულებას ნეფე-პატარძლის ცნობილი და არაცნობილი მეგობრები ესწრებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0