„ლუი ანდერსონის“ მდგომარეობა დამძიმდა – ბიჭუნა სიცოცხლისთვის იბრძვის

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ანალიზის ჩაბარება
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს საქართველოში ინტერნეტ–ვარსკვლავი გახდა. მან პოპულარობა იმ ვიდეოთი მოიპოვა, რომელიც სკოლაში პირველი კლასის ზეიმზე გადაუღეს. მაშინ ნიკუშა მთელმა საქართველომ შეიყვარა. პატარა, უსაყვარლეს ბიჭუნას ლუი ანდერსონს ადარებდნენ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ჟურნალისტი თათია ზუხბაია ქართველი „ლუი ანდერსონის“ შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ის წერს, იქმნება ყალბი ანგარიშები და ოჯახი ამაზე წუხს.

„რამდენიმე წუთის წინ, საავადმყოფოდან დამირეკა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამამ. გიდასტურებთ, რომ ბავშვი არის უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, მიიღო ინსულტი და თავის ქალა აქვს ახდილი. თუმცა, ამ ეტაპზე მისი მკურნალობა სხვა დამატებით სახსრების მოძიებას არ უკავშირდება! ჰოდა, მირეკავს ეს პატიოსანი კაცი და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა, მის (!) და მით უფრო ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე! და ეს თანხა სხვა ადამიანს მოახმარონ, იმას ვისაც ეს ახლა მათზე მეტად სჭირდება. ამ ძალიან მძიმე ფონზე რომ ამ დეტალზე გეფიქრება, ეს სხვა ღირსება სხვა მორალია! ასეთი მამის შვილები, ალბათ ასეთივე შვილებს გაზრდიან, არ შეიძლება! არ უნდა გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი! ჰოდა მიდი რა ნიკოლოზ! მიდი გამოჯამრთელდი!“, – წერს ჟურნალისტი.

ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს საქართველოში ინტერნეტ–ვარსკვლავი გახდა. მან პოპულარობა იმ ვიდეოთი მოიპოვა, რომელიც სკოლაში პირველი კლასის ზეიმზე გადაუღეს. მაშინ ნიკუშა მთელმა საქართველომ შეიყვარა. პატარა, უსაყვარლეს ბიჭუნას ლუი ანდერსონს ადარებდნენ.

10 წლის ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ძალიან რთულია. მას დაბადებიდან თირკმელების პრობლემა აქვს და დღემდე გადანერგილი თირკმელით ცხოვრობს. თუმცა, ბოლო ორი დღეა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნიკუშას ინსულტი განუვითარდა. პატარა ბიჭუნა ინგოროყვას კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის.

ყველა ახალი ამბავი
0