მეშახტე

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

52
(განახლებულია 18:19 24.02.2020)
ტყიბულელი მეშახტეები შიშობენ, რომ კომპანია Steel International trade გეგმავს ძიძიგურის სახელობის შახტის მთლიანად დახურვას, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ტყიბულში კომპანია Steel International trade-ის მიერ ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილების გამო დაახლოებით 200-მდე მეშახტე გაიფიცა, აცნობა "Sputnik–საქართველოს" საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ.

როგორც გაირკვა, ქვანახშირის მოპოვების პროცესი მესამე დღეა შეჩერებულია, რამდენადაც ობიექტზე შრომის პირობები გაუარესებულია. კომპანია Steel International trade-ის მიერ 2019 წლის ოქტომბერში მიცემული დაპირების თანახმად, ძიძიგურის სახელობის შახტში აღჭურვილობა, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ოთხი თვის განმავლობაში უნდა გამოეცვალათ. შეთანხმების ვადა 2020 წლის 26 თებერვალს იწურება.

დოლაბერიძის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ძიძიგურის შახტში ბაგირების შეცვლის სამუშაოები, რომელთაც ამწე-სატრანსპორტო დანადგარებზე იყენებენ, არ განხორციელებულა.

როგორც მანამდე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ძიძიგურის შახტში შესასვლელის დაკეტვას აპირებენ, მეშახტეები კი მიწისქვეშ ჩასვლას და საკუთარ ადგილებზე მუშაობას „მინდელის" შახტიდან შეძლებენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი გავლენას არ იქონიებს მეშახტეების არც ხელფასზე, არც დაზღვევასა და შრომის პირობებზე.

მეშახტეები, თავის მხრივ, დარწმუნებული არიან, რომ აღჭურვილობის გარემონტება და ბაგირების შეცვლა სულ ხუთ დღეშია შესაძლებელი და შახტის დახურვის აუცილებლობა არ არსებობს.

რაღაც მომენტში მეშახტეებმა მზადყოფნა გამოთქვეს „მინდელის“ შახტში მუშაობაზე, თუმცა ისინი შიშობენ, რომ კომპანია გეგმავს ძიძიგურის სახელობის შახტის მთლიანად დახურვას, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

მეორე მხრივ მეშახტეები შიშობენ საკუთარ სიცოცხლეზეც, რადგან ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების ძირითადი ნაწილი სწორედ „მინდელის“ შახტზე მოდის.

„საქმე ისაა, რომ მეშახტეების ნდობა კომპანიისადმი, პრაქტიკიდან გამომდინარე, იმდენად დაბალია, რომ მათი არ სჯერათ. მით უმეტეს, რომ ისინი პირდაპირ პასუხს ვერ იღებენ – თუ რატომ არ შეიძლება ხუთი დღის განმავლობაში სამუშაოების ჩატარება და რატომ უნდა დაიკეტოს ძიძიგურის შახტა", – განაცხადა დოლაბერიძემ.

კომპანია Steel International trade-მა ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების უფლება 2019 წლის ოქტომბერში მიიღო და მეშახტეებს სახელფასო დავალიანებები დაუფარა.

52
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (241)
ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

3
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 469-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934-ს მიაღწია.

თბილისი,  20 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 469 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 212 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 61, შიდა ქართლი - 34, აჭარა - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, ქვემო ქართლი - 31, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, გურია - 12, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.792 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 236.922-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.987-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.999 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.576 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.712, იმერეთში - 710, აჭარაში - 258.

745 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 217 პირი. აქედან თბილისში - 155, იმერეთში - 25, აჭარაში - 2.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 543 ადამიანი. მათ შორის 243 -თბილისში, 218 - აჭარაში, 32 - იმერეთში.  ხოლო 5.880 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 21.504 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11.978 პირი, იმერეთში - 2.459, აჭარაში - 1.626.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 469-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

3
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები

როგორ კვებავენ თბილისის უფასო სასადილოებში - ვიდეო

7
თბილისის სოციალური სასადილოები მუშაობას ახალი წესებით განაგრძობენ - მხოლოდ გატანით ან ადგილზე მიტანით.  დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში

თბილისში სოციალური სასადილოები უკვე ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს. სამთავრობო პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის ყოველდღე ამზადებენ უფასო სადილს.

სამწუხაროდ, ბევრისთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა - ეს საკვების მიღების ერთადერთი გზა არის. ამიტომ სადილს რამდენიმე პორციად ყოფენ.

ყოველ ასეთ სასადილოში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იკვებება, ხოლო დედაქალაქში დაახლოებით 20 მსგავსი სასადილო პუნქტი ფუნქციონირებს.

პანდემიის დროს საკვების მიღება მხოლოდ გატანით ხდება. რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებისათვის სადილი მიაქვთ სახლში.

7