Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი ყიფშიძეს მესამე ცოლისგან მესამე შვილი შეეძინა – ნატალია ყიფშიძე ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Eny Enyგიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად
გიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება მუდამ ინტერესის საგანია. ცოტა ხნის წინ მსახიობმა 20 წლით უმცროსი ცოლი მოიყვანა და მისგან გუშინ შვილიც შეეძინა. ახალშობილს უცნაური სახელი შეურჩიეს.

გადაცემა „სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად“ სტუმრები მსახიობი გიორგი ყიფშიძე და მისი მესამე ცოლი, პროფესიით ფოტოგრაფი ანა გასიევა იყვნენ. ანონსში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მსხიობი ამბობს, რომ ის მესამე შვილს ელოდება და სახელიც მოფიქრებული აქვს. „მესამე ცოლი მოვიყვანე და მესამე შვილი მიჩნდება, ბიჭს ველოდებით, სახელი მოფიქრებული მაქვს, მას დავარქმევ კოსმოს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე. მსახიობმა შვილს, რომელიც გუშინ დაიბადა, მართლაც კოსმო დაარქვა. ნატალია ყიფშიძემ მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

dad

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

რამდენიმე ხნის წინ გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის მსახიობზე იქორწინა. მის ახალ რჩეულს ანი ჰქვია. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.

გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“. გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0