საგანგებო სიტუაციების სამსახური: ფარავანჰესზე წყლის დაცლა მიმდინარეობს

გამოწერა
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, მდინარე ფარავანზე წყლის დონემ შეიძლება 30-40 სანტიმეტრით მოიმატოს, ამასთან დაკავშირებით უწყება ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ფარავანჰესის წყალსაცავის წყლისგან დაცლასთან დაკავშირებით მდინარე ფარავნისწყლის დონე მოიმატებს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან ახალქალაქის მიმდებარედ ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას... მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება სთხოვს ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოგზაურებს, იყვნენ ძალიან ფრთხილად და რისკის ქვეშ არ დააყენონ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

მდინარე ნენსკრას ხეობა - Sputnik საქართველო
ნენსკრაჰესს სვანეთში ერთობლივი კორეულ-თურქული კომპანია ააშენებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის სამაშველო ჯგუფები ოთხი დღის განმავლობაში მდინარის იმ მონაკვეთების ტერიტორიებს გააკონტროლებენ, სადაც წყლის დონე მოიმატებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სამსახურის წარმომადგენლებმა ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ყველა სამსახურთან აუცილებელი შეხვედრები გამართეს.

ფარავანჰესი 2014 წელს გაიხსნა. ის თურქულმა კომპანია Georgian Urban Energy-მ (GUE) ააშენა. ინვესტიციების ოდენობა იყო 125 მლნ დოლარი.

ენგურჰესის რემონტისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყოფა>>

სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიეწოდება ახალციხის ქვესადგურს. ის ზამთრის პერიოდში მთლიანად საქართველოს ელექტრომომარაგებას ხმარდება.

ყველა ახალი ამბავი
0