„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 18 თებერვალს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, დვირის, ედისის, ჟველაურის, ზვარეთის, იფნევის, კვერნაულის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილის და ჭირნახულის ქუჩების ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0