რუსთავი

ხელისუფლება რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებს

35
(განახლებულია 16:19 17.02.2020)
რუსთავში განლაგებულია მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ასახელებს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმას შეიმუშავებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსთაველებმა არაერთხელ იჩივლეს ქალაქის ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ისინი ხელისუფლებისგან ამ პრობლემის გადასაჭრელად სწრაფი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. როგორც ცნობილია, რუსთავში განლაგებულია მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ასახელებს.

რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი განიხილეს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე. სამუშაო ჯგუფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ასევე სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით" და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

დავითაშვილის თქმით, სამინისტრო გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან ერთად აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაზე, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები საქართველოში>>

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას; შესაბამისად, კომპანიები უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი. ამ მიმართულებით ჩვენ უკომპრომისო მიდგომა გვაქვს", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ საკითხის განხილვაში ჩართული უნდა იყოს ყველა პასუხისმგებელი და დაინტერესებული მხარე. სავარაუდოდ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეიქმნება რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელმაც ამ კუთხით ქალაქი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს, აღნიშნა დავითაშვილმა.

35
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (142)
საკლასო ოთახში

საქართველოს სკოლებში პედაგოგთა რაოდენობა შემცირდა

12
(განახლებულია 17:40 01.12.2020)
საქართველოს სკოლებში მასწავლებელთა უმრავლესობა ქალია, ხოლო მამაკაცების რაოდენობა 13 პროცენტზე ნაკლებია

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 2020–2021 სასწავლოს წლისთვის, რომელიც სექტემბერი–ივნისის პერიოდს მოიცავს, საქართველოს სკოლებში 62 699 მასწავლებელია დასაქმებული. ამაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემები მეტყველებს.

ეს მაჩვენებელია გასული სასწავლო წლის მაჩვენებელზე 1,7%–ით ნაკლებია. მაშინ სკოლებში თითქმის 64 ათასი მასწავლებელი მუშაობდა.

მასწავლებლების უმრავლესობა ქალია – 87,2% და შესაბამისად მამაკაცების რაოდენობა 12,8%–ს შეადგენს.

ამასთან, სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა 2,7%–ით გაიზარდა. გასულ წელს სწავლობდა თითქმის 593 ათასამდე ბავშვი, ხოლო წელს – 609,1 ათასი. მოსწავლეთა უმეტესობა ბიჭია – 52,1%, დანარჩენი გოგონაა.

მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა – 90,1% საჯარო სკოლაში სწავლობს, დანარჩენი – კერძო სკოლაში.

სკოლა 2020 წელს დაამთავრა 88 554–მა მოსწავლემ, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2,4%–ით ჭარბობს. სკოლადამთავრებულთა შორის ასევე ჭარბობენ ბიჭები – 52,5%.

საქართველოში 2020–2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებული იყო 2 309 სკოლა. აქედან 2089 სახელმწიფო და 223 – კერძო. გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით სკოლების რაოდენობა შემცირდა – ოთხი სკოლა დაიკეტა.

12
თემები:
განათლება საქართველოში

„აღარ მომწონს ჩემი თავი, აღარც ცხვირი ტუჩი, თვალი“ - რაზე დამოკიდებული გახდა ტელეწამყვანი?

41
(განახლებულია 14:20 01.12.2020)
ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარი პრობლემის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში ახალი აქცია ჰეშთეგით #ნამდვილიმე წამოიწყო. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფაცაცია განმარტავს, ამის იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც აღმოაჩინა, რომ ძალიან გახდა დამოკიდებული „ინსტაგრამ-ფილტრებზე“, რომელიც ვიზუალს იდეალურს ხდის.

„ამ ფილტრების გამოყენების შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მომწონს ჩემი თავი, გარეგნობა, აღარც ცხვირი, ტუჩი, თვალი და წარბი, თვალის ფერიც კი. გადავწყვიტე, რომ უარი ვთქვა ფილტრებზე და ვიცი, ჩემნაირი კიდევ ბევრია. ამიტომ მოდით, უარი ვთქვათ ხელოვნურობაზე და შევიყვაროთ ჩვენი თავები ისეთები, როგორებიც ვართ“, - აღნიშნავს ტელეწამყვანი.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

ცოტა ხნის წინ ყოფილმა მოდელმა კორონავირუსი დაამარცხა. მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარულია. მოქნილი და მიმზიდველი მომღერალი, ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში თიკა ფაცაცია ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე შეიქმნა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

არ ნელდება თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი. მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

41
თემები:
სელებრითების ცხოვრება
Tbilisi Energy 114-ის მორიგე ბრიგადა

„თბილისი ენერჯის“ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს აძვირებს

0
(განახლებულია 18:34 01.12.2020)
ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი მხოლოდ პურის საწარმოებისთვის დარჩება, სხვა დანარჩენი კომერციული ობიექტები კი 3 იანვრიდან ერთ კუბურ მეტრ მოხმარებულ გაზში 1.10 ლარს გადაიხდიან.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „თბილისი ენერჯის“ კომერციული მომხმარებლებისთვის პურის საწარმოების გარდა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება, ნათქვამია კომპანიის გვერდზე.

2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

კომპანიის განცხადებით, ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.

„შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. კომპანია შექმნის პირველივე დღიდან, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, საკუთარი რესურსებით აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით, ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილ სხვაობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს - მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-განახლება, რომელიც 60 წელია არ შეცვლილა და მწყობრიდანაა გამოსული. ქსელის განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი აბონენტების, დედაქალაქის მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის.

„დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა