Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნოე სულაბერიძეს ვერ იცნობთ - პროდიუსერის თინეიჯერობის დროინდელი ფოტო

© Facebook / Janet Kerdikoshviliჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოე სულაბერიძემ ძველი პასპორტის სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ტელეწამყვანი დაახლოებით 16-17 წლის არის. როგორ გამოიყურებოდა პოპულარული ტელესახე წლების წინ?

ნოე სულაბერიძე სკანდალური ცხოვრებით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვარსკვლავი დიდ ყურადღებას, არა მხოლოდ საინტერესო გადაცემებით, არამედ საკუთარი იმიჯითაც იქცევს. სულ ცოტა ხნის წინ მესამე მეუღლისგან მესამე შვილი შეეძინა. მშობლები ახალშობილი ანას სახეს მალავენ. ნოე და ჯანეტი ერთად შეუდარებლად გამოიყურებიან. საზოგადოებამ მათი დუეტი უეცრად აიტაცა და ახლა და-ძმასაც ამსგავსებენ. ჯანეტი, თავის მხრივ ნოეს უფროს ვაჟსა და ქალიშვილს ყურადღებას აქცევს, და როგორც ჩანს, ისინი ძალიან დამეგობრნენ. ნოე ახალგაზრდობის სურათებს ფაქტობრივად არ აქვეყნებს. თუმცა, სოციალური ქსელის პირად გვერდზე დროებითი სურათის გამოქვეყნება გადაწყვიტა. ნოემ წლების წინ პასპორტისთვის განკუთვნილი ფოტო გამოქვეყნა.

View this post on Instagram

#hi #from #elevator

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდიუსერი სითამამით გამოირჩევა. მისი, წამყვანებისა და მთელი შემოქმედებითი გუნდის დამსახურებით თოქ-შოუ „პრაიმშოუ“ რეიტინგული და ყურებადი გადაცემაა. როგორც თავად ამბობს, ღრმა ბავშვობიდან დამოუკიდებელია და გარდატეხის ასაკიდან დღემდე გაუჩერებლად შრომობს.

„ნოე სამაგალითო მამა და ქმარია“- ამას ჯანეტ ქერდიყოშვილი ხშირად აღნიშნავს. ფეხმძიმობის პერიოდში „მის საქართველო 2011“ აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდა. მან ასეთი ცხოვრებისთვის მეუღლეს მადლობა გადაუხადა და მორიგი სკანდალური განცხადება გამოუვიდა. „მადლობა ნოეს, რომ სახლში არ დამსვა...“ – განაცხადა ჯანეტ ქერდიყოშვილმა. მოდელმა ფეხმძიმობის პერიოდს დაამთხვია საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნა. მისი თქმით, ნოე იდეის განხორციელებაში დაეხმარა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ნოე სულაბერიძე წლბის წინ, რის გამოც მან ძველ სურათს "უკომენტაროდ" დააწერა.

ყველა ახალი ამბავი
0