Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკო ფანგანი ბაკურიანში ისვენებს - ტელეწამყვანი უმაკიაჟოდ მომხიბლავად გამოიყურება

© Facebook / Eko Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატელევიზიო სახეების გრიმის გარეშე ნახვა წარმოუდგენელია. თუმცა, სმის საშუალებას სოციალური ქსელი იძლევა. როგორ გამოიყურება მშვენიერი ეკო ფანგანი მაკიაჟის გარეშე?

მიუხედავად იმისა, რომ ეკო ფანგანმა თავის მოვლის ყველა საშუალება და ხრიკი იცის, გარდა ამისა დეტალებს მაყურებლებს უზიარებს, აშკარაა, რომ მაკიაჟის გარეშე ყოფნა ხიბლავს. მან ამის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. Instagram- ზე ბაკურიანში დასვენების დროს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულწრფელად ისაუბრა. ეკო ფანგანის განცხადებით მისი სასურველი და საყვარელი სტილი, სწორედ თავისუფალია. „სინამდვილეში ეს არის ჩემი საყვარელი სტილი...“- პოპულარული ჟურნალისტი ამ სიტყვებით იწყებს სამთო კურორტიდან ფოტოს გაზიარებას.

View this post on Instagram

#ცეკვავენვარსკვლავები @dancing.ge 💫 #makeup @ninomartashvili 💎

A post shared by Eko Pangani 🌗 (@ekaterinapangani) on

აქვე, ეკო ფანგანმა ბედნიერების რამდენიმე საიდუმლო გაამხილა: „მთავარია გვახსოვდეს, უნდა ვიცხოვროთ და არა მხოლოდ ვიცოცხლოთ. არაფერი არასოდეს არ არის გვიან. მუდმივად წინ ახალი წამოწყებებით, ახალი იდეებით, ახალი შემართებით." ეს არის ტელეწამყვანის ცხოვრების შეუცვლელი ფორმულა. სუპერ-მოდური ეკო ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, რადიო „იმედის“ წამყვანობასაც ირგებს. მას დამახასიათებელი ხმის ტემბრისა და ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარის გამო უამრავი მსმენელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი ეკოს სტილს დიდ ყურადღებას აქცევს. რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფანგანის გემოვნება განსაკუთრებულად მკვეთრად გამოჩნდა და ქალბატონებმა ეს სტილი მალე აითვისეს. თუმცა, უკანასკნელ პოსტზე დაყრდნობით, თავს კომფორტულად სპორტულ სტილში და ყოველგვარი გრიმის გარეშე გრძნობს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს. ეკო წელიწადის ყოველ სეზონზე მოგზაურობს. ამჯერად, ცნობილი ტელესახე ბაკურიანში მეგობრებთან ერთად  იმყოფებოდა. ტელესახემ უახლესი სურათით მორიგი ხმაური გამოიწვია. კომენტარებში დადებითი კომპლიმენტები არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0