თოვლი აჭარაში

დიდთოვლობა აჭარაში: რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა

75
(განახლებულია 15:06 12.02.2020)
მაღალმთიან აჭარაში ამ დროისთვის თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში დღესაც ინტესიური თოვაა მოსალოდნელი.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ინტენსიურმა თოვამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა – ყინვისა და თოვლის მაღალი საფარის გამო გადაადგილება გართულებულია სოფლების შიდა გზებზე. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ. მაღალმთიან აჭარაში ამ დროისთვის თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს.

ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში დღესაც ინტესიური თოვაა მოსალოდნელი.

75
თემები:
საქართველოს რეგიონები (197)
მაია ცქიტიშვილი

მარნეულში შვიდი ახალი სკოლა შენდება

7
(განახლებულია 15:53 04.06.2020)
სკოლები სწორედ იმ მუნიციპალიტეტში შენდება, სადაც სულ ახლახანს მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებდა.

 

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში შვიდ ახალ სკოლას აშენებენ და ახლო მომავალში  რიგით მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

უწყების პირველი პირი მარნეულში იმყოფებოდა და მშენებლობის პროცესსა და ასევე ახალი სასწავლო წლისთვის სკოლების სამზადისს  ადგილზე გაეცნო.

 „განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდი  მარნეულში შვიდ სკოლას აშენებს და მალე მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მშენებარე სკოლები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობენ – საკლასო ოთახების გარდა, იქნება ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული დარბაზები და მოედნები, სასადილოები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გასულ წელს  ქვეყნის მასშტაბით 600 სკოლის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა. წელს, სკოლების სამშენებლო–სარემონტო სამუშაოებისთვის 400 მლნ ლარია გამოყოფილი.

7
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ რა ხარვეზებს არ აკონკრეტებს მინისტრი ტიკარაძე

28
(განახლებულია 15:25 04.06.2020)
ეკატერინე ტიკარაძე  პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში  წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების სტრატეგიულ გეგმას

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რომლის აღმოფხვრასაც უწყება უკვე შეუდგა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

ამასთან, მან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა სისტემაში ყველაზე სუსტი წერტილების დასახელებისგან და განაცხადა, რომ უფრო კორექტული იქნება, თუ ყველა დაელოდება ანგარიშის პარლამენტში წარდგენას.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერს უფრო გლობალურად მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პერიოდში შეძლებს გასცეს შესაბამისი პასუხი ნებისმიერ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის შემდეგ წარმოდგენილი იქნება სტრატეგიული გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდგომი 4–5 თვის განმავლობაში და როგორ იგეგმება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება როგორც ხარისხობრივი ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. მისი სიტყვებით, ჯანდაცვის სისტემისადმი მიდგომა უფრო კომპლექსური გახდება. 

 „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მობილიზაცია გვქონდა გამოცხადებული და თქვენ დაინახეთ, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ დავდეთ, მიღწეულია ჩვენი ექიმების კვალიფიკაციის მაღალი დონით. ჩვენ სიკვდილიანობის ძალზე დაბალი და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ძალზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით 3 ივნისს უნდა გამოსულიყო, თუმცა ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს, მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოციალური მუშაკების გათავისუფლებას და 520-ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ტარიფების ერთიანი სისტემა შემოიღეს.

28
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში