სვანეთი

თოვლი, ლიპყინული, ზვავსაშიშროება: სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

56
(განახლებულია 10:01 08.02.2020)
თოვლისა და ლიპყინულის გამო ჯვარი-კალას საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-ლასდილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ჯვარი-კალას საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

56
თემები:
უამინდობა საქართველოში (246)