ავღანეთში ქართველი სამხედროების როტაცია განხორციელდა

© photo: Sputnikქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედროები III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან უფლებამოსილებას რამდენიმე დღეში ოფიციალურად გადაიბარებენ.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ჩავიდა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე" „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შობის დღესასწაული ბაგრამის საავიაციო ბაზაზე - Sputnik საქართველო
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში შობის დღესასწაული აღნიშნეს: წვეულება ხინკლით

ქართველი სამხედროები III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან უფლებამოსილებას რამდენიმე დღეში ოფიციალურად გადაიბარებენ.

„უახლოეს ხანებში მოხდება უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი, რომლის შემდეგაც II ბრიგადის ასეული შეუდგება თავისი ამოცანის შესრულებას“, - აღნიშნა უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა მალხაზ მელქაძემ.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის, ქაბულისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე.

ყველა ახალი ამბავი
0