ძროხები

საქართველოში მასშტაბური ვეტერინარული ღონისძიებები ჩატარდა

38
(განახლებულია 17:59 31.01.2020)
გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საქონლის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი და ა.შ.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. 2019 წელს საქართველოში ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით 4,8 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია ჩატარდა, იუწყება Новости-Грузия სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დიდი სამუშაოები ჩატარდა და ის ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებები ხელს უწყობს ეპიდემიოლოგიური აფეთქებების თავიდან აცილებას, ზოონოზური დაავადებების შემცირებას ცხოველებსა და ადმიანებში, ფერმერების დაცვას ეკონომიკური ზარალისგან, კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ნოდულარული დერმატიტი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ცხვრის და თხის ყვავილი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 785,5 ათასი სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ ექვს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტში გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ უფასოდ დამუშავდა 720,4 ათასი სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვეტერინარული ღონისძიებები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

38
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (77)
თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში ჯანმრთელ ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოუჩინეს

147
(განახლებულია 20:38 27.05.2020)
ათასი გამოკვლეული ჯანმრთელი ადამიანიდან ანტისხეულები აღმოაჩნდა ექვს ადამიანს, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი სეროპოზიტიურების ჯგუფს განეკუთვნებიან

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. თბილისში სპეციალისტებმა მცირე კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ათას ჯანმრთელ მოქალაქეს შორის ექვსს სისხლში აღმოაჩნდა კორონავირუსის ანტისხეულები, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ეს გამოკვლეულთა საერთო რაოდენობის 0,6%-ია. კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტების მეშვეობით და არა პსრ-ტესტებით.

„ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ეს ექვსი კაცი არის ავადმყოფი, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მსგავსი კვლევა ჩატარდება მთელ მსოფლიოში, რათა დადგინდეს, რა შეფარდებაა ავადმყოფი ადამიანების რაოდენობასა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის. კვლევა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობას შორის ჩატარდა.

ცერცვაძემ აღნიშნა ასევე, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა გაზრდის რისკებს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა მოსახლეობა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო ბოლო კვირის განმავლობაში კარგი მდგომარეობის მიღწევა.

შეზღუდვების მოხსნა ორ სარისკო მომენტს შეიცავს - საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტურიზმს, - აღნიშნა ცერცვაძემ. რისკების ზრდა უკავშირდება იმას, როგორ მოიქცევა მოსახლეობა, როგორი თვითშეგნება ექნება და როგორ დაიცავს წესებს, რომლებიც კარანტინის პერიოდში გამოვიმუშავეთ - ესაა ხელების ხშირი დაბანა, პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა.

„ტურისტი რომ შემოვა, ტურისტისგანაც საჭიროა დისტანცირება და ა.შ. როცა გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, ჩემი აზრით, არ გაიხსნება სრული დატვირთვით, მოხდება შერჩეულ ადგილებზე მგზავრების დასხდომა, ანუ თუ ავტობუსში ჩვეულებრივ დროს მგზავრობდა 50-60 კაცი, ახლა იმგზავრებს ამის მესამედი. ასევე მეტროს სადგურებში“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მთავრობამ და ექიმებმა უნდა მოიფიქრონ და დანერგონ ის სიახლეები, რომლებიც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. ეპიდემიოლოგს ეჭვი ეპარება, რომ შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ქვეყანა იმავე მდგომარეობას შეინარჩუნებს, როგორიც დღეს აქვს - დღეში ინფიცირების ერთი, მაქსიმუმ, სამი ახალი შემთხვევა.

კითხვას, ნაადრევი ხომ არ არის ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა, ცერცვაძემ მიუგო, რომ ეს აუცილებელია.

„შესაძლოა, ცოტა ნაადრევიც არის, მაგრამ აუცილებელია. ჩვენ ხომ შეზღუდვები მოვხსენით, რათა გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.

მისი სიტყვებით, საფრანგეთი და გერმანია შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იძულებული იყვნენ, კვლავ დაბრუნებოდნენ ზოგიერთ აკრძალვას, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება კონკრეტულად საქართველოში.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი 735 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 557 (75,7%) გამოჯანმრთელდა. COVID-19-ს საქართველოში 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ამჟამად COVID-19-ის დიაგნოზით 166 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ქვეყანაში სამჯერ აღემატება ინფიცირებულთა რიცხვს.

კარანტინშია 3 076 ადამიანი, სტაციონარებში - 250. სამი მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოში 29 მაისს ამუშავდება. რესტორნები, კაფე-ბარები - 8 ივნისიდან, ხოლო ღია სივრცეში რესტორნები - 1 ივნისიდან.

147
თემები:
COVID-19 საქართველოში
აღსრულების ეროვნული  ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეების მომსახურებისთვის მზად არის

30
(განახლებულია 21:35 27.05.2020)
ვიზიტის დაჯავშნის დასტურად პირი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოს მომსახურების მიღებამდე.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომსახურების მისაღებად აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა პორტალზე my.gov.ge, ნათქვამია ბიუროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთ სერვისზე. 

ვიზიტის დასაჯავშნად დაინტერესებული პირი უნდა ეწვიოს პორტალს, აირჩიოს კატეგორია – იუსტიციის სახლში ან ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა, შეავსოს საკონტაქტო ინფორმაცია და აუცილებელი ველები, ფილიალის ველში მიუთითოს – აღსრულების ეროვნული ბიურო, მომსახურების ტიპში მიუთითოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება.

ვიზიტის დაჯავშნის დასტურად პირი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოს მომსახურების მიღებამდე.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია ბიუროში მითითებულ დროს გამოცხადება და მიღებული შეტყობინების წარდგენა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიუროში მისული პირს პირბადე უნდა ეკეთოს, შენობაში არ დაიშვებიან ბავშვები და თანმხლები პირები.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: (032) 2 749 649

 

30
თემები:
COVID-19 საქართველოში
ყაყაჩოების ველი

ივნისის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად

0
(განახლებულია 13:01 27.05.2020)
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ზაფხულის პირველ თვეში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ზაფხულზე ყოველთვის დიდ იმედებს ვამყარებთ: ვოცნებობთ სანუკვარი ოცნებების ასრულებაზე, დასვენებაზე, ახალ ემოციებზე. ზაფხულში ყველას ექნება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი, თუ ვისწავლით პოზიტიურ აზროვნებას და მცირე პრობლემებზე არ „ჩავიციკლებით“, მაგრამ ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს სხვებთან შედარებით უფრო გაუმართლებს.

ქალწული

ქალწულებს ივნისში საოცრად გაგიმართლებთ: პლანეტები უამრავი დადებითი ენერგიით დაგმუხტავენ, რისი წყალობითაც შეძლებთ საქმეებისა და პრობლემების მოგვარებას, რომლებიც თვითიზოლაციის პერიოდში დაგროვდა. მიიღებთ პერსპექტიულ შესაძლებლობას, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამასთან, თუ შეძლებთ ახალი ცხოვრების დაწყებას, ის საერთოდ არ იქნება ძველი ცხოვრების მსგავსი, ანუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების დიდი შანსი გაქვთ.

ლომი

ლომებს ვარსკვლავები მრავალ წარმატებას გპირდებიან, თანაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: მოახერხებთ დაგროვებული საქმეების გადაწყვეტას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრობლემებისგან გათავისუფლებას, ოჯახში ურთიერთობების მოგვარებას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გეზი არ აიღოთ ახალ საქმეებზე, გრანდიოზულ გეგმებზე, არამედ დაიხიეთ ერთი ნაბიჯით უკან, რათა კვლავ განიცადოთ სასიამოვნო მომენტები, გააკეთოთ ჩვეული საქმეები და ნოსტალგიის მსუბუქი ელფერით გაერთოთ.

თხის რქა

თხის რქა ყველაზე ბედნიერი ნიშანი იქნება 2020 წლის ივნისში. შესაძლოა, თქვენთვის ეს თვე ყველაზე საუკეთესოც კი აღმოჩნდეს. პლანეტების ენერგია იღბლიანობას შეგმატებთ და აქტიურ საქმიანობაში შეგიწყობთ ხელს. ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ აქტიური, მაგრამ არც სამუშაოში თავით გადაშვება ივარგებს, იაროთ წინ, მაგრამ არა კონკრეტული მიმართულებით. დაე, ცხოვრება თავისი დინებით წავიდეს – სანამ უკეთესობის იმედია, არ ღირს შფოთვა იმაზე, თუ დროებით არჩეულ კურსს გადაუხვევთ.

მერწყული

მერწყულები, რომლებიც გათავისუფლდებით გიგანტი პლანეტების დამთრგუნველი ზემოქმედებისგან, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით. ივნისის პირველ დღეებში უნდა მიიღოთ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც ამოსუნთქვისა და დაფიქრების საშუალებას მოგცემთ – როგორ მოაწყოთ ცხოვრება მომავალში. ივნისის შუა რიცხვებსა და ბოლოში იოლად შეძლებთ წარმატებების მიღწევას, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, ტყუილად არ გარისკოთ და ბედი არ გამოსცადოთ. ნებისმიერი, თუნდაც უსიამოვნო მოვლენა, შესაძლოა, თქვენთვის დიდ წარმატებად იქცეს – საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა.

0