თოვლი გზებზე

ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

97
(განახლებულია 15:57 31.01.2020)
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დდიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვა, ლიპყინული) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის კი მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

97
თემები:
უამინდობა საქართველოში (246)