Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი და! ვინ უფრო ლამაზია?“ – მაია ასათიანის და შეუდარებლად გამოიყურება – ფოტოები

© Facebook / Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში პატარა შეჯიბრი მოაწყო. დის სურათი გამოაქვეყნა და "ფოლოვერებს" ერთმანეთის შედარების საშუალები მისცა. ნახეთ, როგორ გამოიყურება ჟურნალისტის უმცროსი და.

14 წლის ასაკში დაწყებული კარიერა დღემდე დიდი წარმატებით მიიწევს წინ. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტობა სხვადასხვა მეგა-შოუების ჟიურის და საავტორო გადაცემების როლებმა ჩაანაცვლა. 11 წელია ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „პროფილის“ ავტორი და უცვლელი წამყვანია, რომელიც ქართული მედია-ბაზრის ერთ-ერთი უალტერნატივო გადაცემაა. მაია კარიერის დასაწყისს ხშირად იხსენებს და ამბობს, რომ ეკა ხოფერიას ზარებით ხშირად აწუხებდა, რათა „კურიერში“ დაეწყო მუშაობა. მაშინ ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

პოზიტიურმა ჟურნალისტმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქტიურობა სულ რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. ვირტუალური ქსელის მეშვეობით ოჯახის წევრების სურათებს ხშირად აქვეყნებს. 42 წლის წარმატებული ქართველი ჟურნალისტი ცდილობს „ფოლოვერებს“ ცხოვრების დეტალები გაუზიაროს და დაანახოს, რომ მოწყენის დრო არ არის. Instagram Story-დან მაია ასათიანი საზოგადოებას ოჯახის წევრებს უჩვენებს. მისი სოციალური ქსელი ხშირად საყვარელი ძაღლებისა და კატების ვიდეოებით არის სავსე. ცნობილი ტელესახე მათთან ერთად ცხოვრობს. ბოლო პერიოდის მანძილზე მაიამ უამრავი ტკივილი გადაიტანა. მას დიდი ტრაგედიის გადალახვაში ოჯახის წევრები – ორი და და დედა ეხმარებოდნენ.

სწორედ ერთ-ერთი დის სურათს აქვეყნებს მაია საკუთარ ბლოგზე. ფოტოს აღწერაში მაიამ პოზიტიური განწყობა გამოავლინა და დაწერა, რომ დები ერთმანეთს შეადარონ. „დაი ჩემი... ვინ უფრო ლამაზია?“ – წერს ჟურნალისტი. სურათის კომენტარებში მაიას და ვერონიკა კალანდარიშვილი გამოჩნდა, რომელმაც და, თავის მხრივ, გაამხნევა – „რა თქმა უნდა, შენ, დაო“. ვერონიკას გარდა მაიას მეორე დაც ჰყავს. მას ნანუკა ჰქვია. დები ერთად ხშირად მოგზაურობენ.

ყველა ახალი ამბავი
0