Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება...“ – თაკო გაჩეჩილაძის უსაყვარლესი შვილი ერთი წლის გახდა – ფოტო

© Photo: Tamara Milanova / FBთაკო გაჩეჩილაძე
თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხიბლავი თაკო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. თაყვანისმცემლები არტისტის დაოჯახებას მოთმინებით ელოდნენ. ახალბედა ოჯახში უკვე მატებაცაა. თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვას შვილი სოციალურ ქსელში აღფრთოვანებას იწვევს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის ქალიშვილი გაბრიელა 21 იანვარს 1 წლის გახდა. მომღერალი საქართველოში მეუღლესთან ბორისლავ მილანოვთან ერთად ჩამოვიდა და პატარას დაბადების დღე თბილისში გადაუხადა. მოგვიანებით გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, რომელიც ქალიშვილს მიუძღვნა.

„დღეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის დაბადების დღე! მადლობა გაბრიელა იმისთვის, რომ მოხვედი ჩემთან და ამირჩიე დედად და რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე! შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და შემცვალე მე! სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ მიყვარხარ, გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, ღმერთისგან დალოცვილი იყავი მუდამ! მიყვარხარ!“, – წერს მომღერალი.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილს ელოდება. მომღერალმა ცოტა ხნის წინ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ორსულობა ჩანს. ერთ-ერთი მეგობრის კითხვას უპასუხა, რომელმაც ჰკითხა, ეს ძველი ფოტო იყო თუ ახლანდელი. მომღერლის ფრაზას, რომ მეორეს ელოდება, მეგობარმა სალომე მგელაძემ უპასუხა: „ხელები ამიწევია, მაგარი გოგო ხარ…“

თაკო გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსია. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა. თაკომ უცხოეთის სცენები არაერთხელ დაიპყრო. წლების მანძილზე მისი სოლო კარიერა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა. 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურში თაკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსზე ქართველი კონკურსანტი გამოვიდა სიმღერით Keep the Faith. თუმცა, გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა. მიუხედავად ამისა დიდი ყურადღება მიიქცია. სამაგიეროდ, ევროპაში ჩატარებულმა კონკურსმა ცხოვრების მეგზური აპოვნინა. თაკომ კონკურსზე გაიცნო ადამიანი, ვისთანაც ოჯახი შექმნა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია.

თაკო ცნობილი ქართული ჟურნალის სტუმარიც გახდა. დედა-შვილის ფოტოსესიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ სურათებს ცნობილი და უცნობი ადამიანები გამოეხმაურნენ. ყველა აღნიშნავს, რომ პატარა გაბრიელა მამას ძალიან ჰგავს. სოციალურ ქსელში თაკოს და გაბრიელას განხილვა არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0