Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძე უმაკიაჟოდ პოზირებს - როგორ გამოიყურება შეუდარებელი არტისტი?

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომღერალია. მის მიმართ ინტერესი რამდენიმე ეპატაჟურმა განცხადებამ გამოიწვია. თუმცა, სოფო ნიჟარაძის ვოკალური მონაცემები უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. არტისტის ბუნებრივი სილამაზე გაგაოცებთ

მაკიაჟის გარეშე არტისტების ნახვა დიდი იშვიათობა გახდა. სოციალური ქსელი კი, ისევ მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა. კარიერულად აქტიური სოფო ნიჟარაძე თამამ გადაწყვეტილებებსა და ექსპერიმენტებს არ უშინდება. რამდენიმე წელია მომღერალი დიდ ინტერესს იწვევს. შარმი, შესრულების განსაკუთრებული მანერა, ხმის ტემბრი და მუდმივი ექსპერიმენტები- სოფო ნიჟარაძის სტილია.

მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. სოფო ნიჟარაძე შეუდარებელ ფორმაშია. ის რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“. სოფო იშვიათად ანებივრებს სოცქსელის მომხმარებლებს ბუნებრივი ფოტოებით, ვინაიდან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კონცერტებთანაა დაკავშირებული და გრიმით ყოფნა უწევს.

ამჯერად, გამომწერებს ხელში სოფოს მიერ ატვირთული უმაკიაჟო სურათი მოხვდათ. აშკარაა, რომ მომღერალი ექსპერიმენტების წყალობით სხვა სტილს შეუდარებლად ირგებს. ტრენდული მომღერალი ბუნებრივ თმის ფერს რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ დაუბრუნდა. მის „ლუქებს“ თაყვანისმცემელი კრიტიკის გარეშე ხვდება, რადგან სოფოს წამყვანი დიზაინერები და სტილისტები მეტად ალამაზებენ.

ყველა ახალი ამბავი
0