დეპუტატები განგაშს ტეხენ: საქართველოში შშმ ქალები სრულფასოვნად ვერ მკურნალობენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliგასართობი პროგრამა შშმ პირების მონაწილეობით
გასართობი პროგრამა შშმ პირების მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების გამო განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ, სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ – ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სასკოლო ავტობუსი - Sputnik საქართველო
საჯარო სკოლების სპეციალური საჭიროების მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ამ ქალებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებებისა და აფთიაქების ხელმისაწვდომობა. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ შშმ გოგონები და ქალები სათანადოდ არ არიან უზრუნველყოფილი აუცილებელი მედიკამენტებით. კვლევის თანახმად, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ ასეთი პირი საქართველოში 100,1 ათასია.

ყველა ახალი ამბავი
0