Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მერაბ სეფაშვილის მეუღლე კლინიკაში მოხვდა – მომღერლის პროდიუსერის განცხადება

© courtesy of Merab Sepashviliმერაბ სეფაშვილი
მერაბ სეფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში მერაბ სეფაშვილის პროდიუსერი გია გოგორიშვილი მომღერლის მეუღლის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ცნობილი მომღერლის მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯუხრაძე საავადმყოფოში მოხვდა. მომღერლის პროდიუსერი გია გოგორიშვილი გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის და წერს, რომ ამჟამად პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი.

„ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მერაბის ოჯახის გულშემატკივრობისათვის, მინდა გაცნობოთ, რომ მისი მეუღლე გადმოყვანილია პალატაში, მდგომარეობა სტაბილურია, არის პროგრესი, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო მკურნალობა“, – წერს პროდიუსერი.

ცნობილი ქართველი მომღერლის მეუღლე კლინიკაში ინსულტის ნიშნებით მოათავსეს. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს – ნიკუშა და სანდრო.

ყველა ახალი ამბავი
0