რატომ გადაიდო აჭარის 17 სკოლაში სასწავლო პროცესი

გამოწერა
დიდთოვლობის გამო აჭარის ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესზე მოსწავლეები არ გამოცხადდნენ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში დიდთოვლობის გამო სწავლის პროცესი შეწყდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქარბუქი ღამით - Sputnik საქართველო
თოვლი, ქარბუქი, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც ხულოს მუნიციპალიტეტის 10 და შუახევის მუნიციპალიტეტის 7 სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდა.

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში – 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1,5 მეტრსაც აღწევს.

ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდა.

ყველა ახალი ამბავი
0