Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა სუბლატის გლამურული „ლუქი“ და ახალი იმიჯი – მომღერალმა თმის ბუნებრივი ფერი დაიბრუნა

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუდამ ექსტრავაგანტული და შეუდარებელი მომღერალი განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდა. ნინა სუბლატმა ბუნებრივი სილამაზე გამოაჩინა. მომღერალი ახალ ტენდენციას მიჰყვება და თაყვანისმცემლების გაოცებას იწვევს.

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. ისინი ახალ სიმღერებზე ერთად მუშაობენ.

მისი განთქმული იმიჯი და შესრულების მანერა ევროპელმა მსმენელმაც დააფასა, მაგრამ გასამარჯვებლად ქულები არ ეყო. 2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსზე წარდგა სიმღერით Warrior, სადაც ნახევარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა. კონკურსზე გამოსულმა ნინამ მებრძოლი ქალის სახე წარადგინა. სიმღერა დამოუკიდებლად შექმნა და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. მანამდე ის „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი ემოციური შემსრულებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და არტისტიზმით დაჯილდოებული მომღერალი სოლო კარიერას ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თაყვანისმცემელს ახალი სიმღერებით არ ანებივრებს, მუსიკის წერას განაგრძობს. ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და კომპოზიციის შექმნის ვიდეოებს აქტიურად აქვეყნებს.

ნინა სუბლატი სკანდალური ფოტოსესიებითაც გამოირჩევა. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე თამამი ფოტოები ჭარბობს. მაგრამ უკანასკნელმა ფოტოსესიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მომღერალი სოციალურ ქსელში აქტიურობს. ახალ სურათებზე კარგად ჩანს ნინას ბუნებრივი სილამაზე, რომელიც მსმენელს ძალიან მოენატრა. კომენტარებში ფანები სუბლატის გარეგნობით აღტაცებულები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0