საქართველოს სკოლებში Microsoft შემოდის პროგრამით Minecraft Education Edition

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა, რომელიც კომპანია Microsoft-მა სპეციალურად სკოლებისთვის შეიმუშავა, ბავშვებს საშუალებას აძლევს, თამაშის რეჟიმში განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან ქვეყნის 150 სკოლაში საპილოტე პროგრამა Minecraft Education Edition დაინერგება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.

საქართველოს განათლებას ციფრული ტრანსფორმაცია ელოდება>>

ჩხენკელი ლონდონში იმყოფება, სადაც განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება

Minecraft Education Edition – Microsoft-ის პროგრამაა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში გამოიყენება. ის ბავშვებს ეხმარება, თამაშის მეშვეობით განივითარონ სხვადასხვა უნარი არქიტექტურის, მშენებლობის, შემოქმედებისა და სხვა სფეროებში.

ბავშვებს შეუძლიათ Minecraft-ის სამყაროში მოხვდნენ და ააშენონ ზოოპარკი, ატრაქციონები, ფერმები, სახლები, შადრევნები, ავტომობილები, დახატონ სურათები, ადამიანის შინაგანი ორგანოების აგებულება, კოსმოსური სადგური, აკვაპარკი და კომიქსებიც კი. Minecraft მოთამაშეს არ ზღუდავს მოქმედებებში, არ უსახავს მკაცრ მიზნებსა და ამოცანებს, ამიტომ თითოეულს შეუძლია მოძებნოს თავისთვის შესაფერისი – უბრალო გართობიდან სერიოზულ პროგრამირებამდე.

საქართველოში პროფესიული უნარების განვითარების ახალი პროგრამა ამოქმედდება>>

შეხვედრაზე ჩხენკელმა Microsoft-ის წარმომადგენლებთან განიხილა კომპანიის პროდუქტებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის, Minecraft Education Edition-ის დანერგვა სკოლებში საპილოტე რეჟიმში და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბება.

განათლების სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ Minecraft Education Edition-ის დანერგვა საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

Microsoft-ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

Microsoft-მა და საქართველოს განათლების სამინისტრომ გასულ წელს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმიც გააფორმეს.

კომპანია Microsoft საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერია. ის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

განათლების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება>>

Microsoft საქართველოს განათლების სამინისტროსთან თითქმის ათი წელია თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია მასწავლებლების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ტრენინგებს, სემინარებსა და კონფერენციებს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0